ზაზა ფაჩულიას “გოლდენ სტეიტმა” 1/4-ფინალური სერიის პირველ მატჩში “იუტა” 106:94 დაამარცხა. ზაზა ტრადიციულად სასტარტო 5-ეულში იმყოფებოდა და პარკეტზე 14 წუთი დაჰყო, ამ დროში ქართველმა ცენტრმა გუნდს 10 ქულა, 1 მოხსნა და ერთი ბლოკ-შოტი შესძინა. ზაზამ 4-დან სამი ორქულიანი და 4-დან ოთხივე საჯარიმო სროლა ჩააგდო.
რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას, “მეომრები” მთელი მატჩის განმავლობაში ლიდერის როლში გახლდნენ. კარის 22 ქულა ჰქონდა , გრინს და ტომპსონს 17-17. “იუტაში” 13 ქულით და 8 მოხსნით გობერი გამოირჩა. სერიაში “გოლდენ სტეიტი” 1:0 დაწინაურდა, მომდევნო შეხვედრა 5 მაისს თბილისის დროით 06:30 საათზე დაიწყება.