ფეხბურთი

19:09 | 2.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

რაიოლა: “ზლატან იბრაჰიმოვიჩის კარიერა რისკის ქვეშ აღარ დგას”

“მანჩესტერ იუნაიტედის” 35 წლის თავდამსხმელის ზლატან იბრაჰიმოვიჩის კარიერა კითხვის ნიშნის ქვეშ აღარ დგას. შვედმა ფეხბურთელმა ამერიკაში მუხლის ოპერაცია გაიკეთა. როგორც მისი აგენტი ამბობს, ოპერაციამ კარგად ჩაიარა და რეაბილიტაცია უკვე დაიწყო.

“ზლატან იბრაჰიმოვიჩის მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა. მას ექნება სრული აღდგენა და მისი საფეხბურთო კარიერა რისკის ქვეშ აღარ დგას”, - თქვა მინო რაიოლამ.

ამ თემასთან დაკავშირებით სამედიცინო გუნდს, რომელებიც ზლატანის გამოჯანმრთელებაზე აქტიურად მუშაობენ, კომენტარი არ გაუკეთებიათ.

შეგახსენებთ, რომ ზლატან იბრაჰიმოვიჩმა მუხლის მძიმე დაზიანება ევროპა ლიგის მეოთხედფინალურ მატჩში მიიღო “ანდერლეხტთან” დაპირისპირების დროს.

0.123034