მილანის “ინტერი” “ბარსელონას” 30 წლის თურქი შემტევით არდა თურანით დაინტერესდა, აღნიშნულ ინფორმაციას AS.com-ი ავრცელებს.
წყაროს ცნობით, მილანელები თურანის გადაბირებას ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს გეგმავენ. გავრცელებული ინფორმაციით, თურქი ფეხბურთელის შეძენა ლონდონის “არსენალსაც” სურს.
მიმდინარე სეზონში თურანმა ყველა ტურნირზე ერთად 18 შეხვედრა ჩაატარა, სადაც სამი გოლი და ამდენივე საგოლე გადაცემა გააკეთა.