ვეტერანი ინგლისელი მეგოლის, მაიკლ ოუენის შესახებ ბრიტანული ტაბლოიდები არცთუ ხშირად წერენ. ამის მიზეზი თავად მაიკლის სურვილია, რომ რაც შეიძლება ნაკლებად შეეფეთოს თვალებში და ობიექტივებში მედიის წარმომადგენლებს. თუმცა ამ კაცის დავიწყება აბა როგორ იქნება?
მაიკლის ცოლი, ყოფილი მსახიობი ლუსი ბონსალი ქმრისაგან განსხვავებით, პოპულარობას ძველებურად ესწრაფვის და თუკი ინგლისელ “ყვითელ” მოკალმეებს დავუჯერებთ, რომ არა მაიკლის ცნობილი და სახელგავარდნილი თავმდაბლობა, ლუსი აქამდე კიდევ უფრო მეტ პოპულარობას და ცნობადობას მოიხვეჭდა.
ბრიტანულ ტაბლოიდ “სანთან” გასულ თვეს მიცემულ პატარა ინტერვიუში ლუსი ბონასლი ახალ და საინტერესო იდეასაც აანონსებს და ამბობს, რომ ქმარზე დოკუმენტური ფილმის გადაღება სურს, ფილმის რეჟისორი თავად იქნება და დიდი იმედი აქვს, რომ ინგლისელებს ამ გზით კიდევ ერთხელ შეახსენებს თუ ვინ იყო მაიკლ ოუენი.