ვერის ბაღში მდებარე ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლემ 7 წლამდე ასაკის ნორჩ მოჭადრაკეებს შორის საქართველოს ჩემპიონატს უმასპინძლა. ასპარეზობა შვეიცარიული სისტემით შვიდ ტურად ჩატარდა.
გოგონათა შორის 6.0-6.0 ქულა ანა ჯანელიძემ და ბარბარე კულუამ დააგროვეს. უკეთესი მაჩვენებლით პირველი ადგილი ჯანელიძემ დაიკავა.
ჭაბუკთა შორის ჩემპიონის ვინაობაც დამატებითმა მაჩვენებელმა გადაწყვიტა. 6.5-6.5 ქულის მქონე გიორგი ჩალაძესა და ანდრია ფირცხალავას შორის პირველი ადგილი ჩალაძეს ერგო.
პრიზიორთა ვინაობა გოგონებს შორის:
1. ანა ჯანელიძე 6.0 ქულა (თბილისი)
2. ბარბარე კულუა 6.0 ქულა (ფოთი )
3. თეკლა კოღუაშვილი 5.0 ქულა (ქუთაისი)
პრიზიორთა ვინაობა ჭაბუკებს შორის:
1. გიორგი ჩალაძე 6.5 ქულა(ქუთაისი)
2. ანდრია ფირცხალავა 6.5 ქულა(თბილისი)
3. ანდრია კვირიკაშვილი 5.5 ქულა (თბილისი)