ფეხბურთი

18:21 | 2.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

ბაკაიოკო “იუვენტუსთან” დამცავი ნიღბით ითამაშებს

“მონაკოს” ნახევარმცველ ტიემუ ბაკაიოკოს “იუვენტუსთან” დაპირისპირებისას დამცავი ნიღბით მოუწევს თამაში. საქმე ისაა, რომ ფრანგმა ცხვირის დაზიანება ვარჯიშზე მიიღო, როდესაც კამილ გლიკს დაეჯახა.

დაზიანების გამო, 23 წლის ნახევარმცველს უკვე გაუცდა მატჩი საფრანგეთის ჩემპიონატში “ტულუზას” წინააღმდეგ.

შეგახსენებთ, რომ ტიემუ ბაკაიოკომ მიმდინარე სეზონში 46 მატჩი ჩაატარა და 3 გოლის გატანა შეძლო.

0.124855