ფეხბურთი

13:50 | 2.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

ლიპი: “იუვენტუსის” გულშემატკივრებს ძალიან გვინდა გამარჯვება”

ჩინეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მარჩელო ლიპიმ “მონაკოსა” და “იუვენტისის” დაპირისპირებაზე ისაუბრა და თქვა, რომ ალეგრის გუნდმა კარგად იცის თუ როგორ უნდა გაიმარჯვოს ნახევარფინალურ დაპირისპირებაში.

“მონაკო” ძალიან კარგი გუნდია, მათ ეს დაამტკიცეს. მბაპე და ფალკაო მაღალი დონის ფეხბურთელები არიან. “იუვენტუსისგან” განსხვავებით მათ დაცვაში აქვთ პრობლემები. ტრიპლეტი? ეს შესაძლებელია, “იუვენტუსის” გულშემატკივრებს ძალიან გვინდა გამარჯვება”, - თქვა ლიპიმ.

შეგახსენებთ, რომ იტალიელი “ბებერ ქალბატონს” 1994-1999 და 2001-2004 წლების სეზონში წვრთნიდა და მათთან ერთად ჩემპიონთა ლიგის თასი, უეფას სუპერთასი და საკონტინენტთაშორისო თასი მოიპოვა.

0.138147