მადრიდის “ატლეტიკო” ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალური ეტაპის პირველ მატჩს დიდი დანაკლისით ხვდება.
“როხიბლანკო” ორივე მარჯვენა მცველს: ხუანფრანს და ვრსალკოს მოისაკლისებს. გარდა ამისა, ლა ლიგის უკანასკნელ ტურში დაშავდა ხოსე მარია ხიმენესი, რომელსაც აღნიშნულ ამპლუაზე თამაში შეუძლია და ხვალინდელ დაპირისპირებას ისიც გამოტოვებს.
დიეგო სიმეონემ “ატლეტიკოს” განაცხადში შემდეგი 18 მოთამაშე შეიყვანა:
მეკარეები: ობლაკი, მოია;
მცველები: გოდინი, სავიჩი, ლუისი, ლუკას ერნანდესი, ალბერტო როდრიგესი;
ნახევარმცველები: ტიაგო, კოკე, საული, გაბი, კარასკო, ტეიე, გაიტანი;
თავდამსხმელები: ფ.ტორესი, გამეირო, ა.კორეა, გრიზმანი.
შეგახსენებთ, რომ “რეალის” და “ატლეტიკოს” დაპირისპირება სამშაბათს საქართველოს დროით 22 საათსა და 45 წუთზე დაიწყება.