რუსეთის პრემიერლიგის XXVI ტურში სამმატჩიანი უქმობა დაასრულა და ძირითად შემადგენლობას დაუბრუნდა გიორგი ლორია - „კრილია სოვეტოვმა“ კი, შინ უშუალო კონკურენტ „ორენბურგს“ ვერ მოუგო - 1:1.
ლორიამ მეორე ტაიმში გაუშვა ბლაგო გეორგიევისგან საჯარიმო დარტყმა. მთლიანობაში კი, ურიგოდ არ გარჯილა, სამი სეივიც ჰქონდა და მაღალი შეფასებაც მიიღო - 7.5 ქულა.
თავის მხრივ, „ორენბურგის“ ძირითად შემადგენლობაში იყო თავდამსხმელი ელგუჯა ლობჯანიძე, რომელიც რუსულ გუნდში ბათუმის „დინამოდან“ გადავიდა გასულ ზამთარს. ქართველმა მოედანზე 72 წუთი გაატარა 7 ქულაც დაიმსახურა შეფასების მხრივ.
პრემიერლიგის დასრულებამდე 4 ტურით ადრე, ორივე გუნდის მდგომარეობა კრიტიკულია: „კრილია“ 22 ქულით მეთოთხმეტე ადგილზეა, ხოლო „ორენბურგს“ კი, ერთი ქულით მეტი აქვს და ერთი ადგილით მაღალ პოზიციაზეა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
კაშიას დარათ ქართულ სოჭში თასს ასწევან ან ურალის ქართველები ტაბიძე ჭანტურია ლუნგუ ან კვირკველია