რუსმა ჩოგბურთელმა მარია შარაპოვამ შტუტგარტის ტურნირის შესახებ ისაუბრა.
“ტურნირის დაწყების წინ თუ ვინმე მეტყოდა, რომ სამ მოთამაშეს დავამარცხებდი და ნახევარფინალში სამსეტიან შეხვედრაში წავაგებდი, ამით კმაყოფილი ვიქნებოდი, რაც მოხდა კიდეც. ჩემი თამაში მომეწონა. დიდი ხნის უთამაშებლობის შემდეგ კორტზე გამოსვლა და შედეგის დადება ურთულესია. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ დავბრუნდი” – განაცხადა შარაპოვამ.
შეგახსენებთ, რომ წელიწადი და სამი თვე შარაპოვას დისკვალიფიკაციის გამო არ უთამაშია. მარია კორტს შტუტგარტის ტურნირზე დაბრუნდა, სადაც რობერტა ვინჩი, ეკატერინა მაკაროვა და კონტავეიტი დაამარცხა. შარაპოვა ნახევარფინალში მლადენოვიჩთან 6:3, 5:7, 4:6 დამარცხდა.