ფეხბურთი

18:17 | 1.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

44 წლის მეკარის გოლი ბოლო წუთზე (+VIDEO)

მექსიკის ჩემპიონატის მე-16 ტურში გოლი გაიტანა 44 წლის მეკარემ. “პაჩუკა” საკუთარ მოედანზე “კრუს ასულთან” 1:2 აგებდა, შეხვედრის ბოლო წუთზე კუთხური დაინიშნა, საჯარიმოში კი, მასპინძელთა მეკარე ოსკარ პერესი ჩავიდა და თავის გუნდს ქულა მოუპოვა.

ოსკარ პერესი გამოცდილი მეკარეა. 2003-2008 წლებში სწორედ “კრუს ასულის” კარს იცავდა, ხოლო “პაჩუკაში” 2013 წელს გადავიდა.

მექსიკის ნაკრებში 1998-2010 წლებში 28 თამაში ჩაატარა. მათ შორის 4-4 მატჩში მიიღო მონაწილეობა 2002 და 2010 წლის მსოფლიოს ჩემპიონატებზე.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115597