თურქეთის ჩემპიონატის 29-ე ტურის მატჩში “ადანასპორი” შინ “ანტალიასპორთან” 2:5 დამარცხდა. “ანტალიასპორში” სამი გოლი 36 წლის კამერუნელმა შემტევმა სამუელ ეტო’ომ გაიტანა.
მიმდინარე სეზონში თურქეთის ჩემპიონატში ეტო’ოს 14 გოლი აქვს გატანილი. სამუელი თურქული კლუბის ღირსებას 2015 წლიდან იცავს.
შეგახსენებთ, რომ კამერუნელს ისეთ გუნდებში უთამაშია, როგორიც არის “ბარსელონა”, “ინტერი” და “ჩელსი”.