ფეხბურთი

3:04 | 1.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

ლა ლიგა: “ბილბაომ" მე-6 ადგილი დაიბრუნა

ლა ლიგის 35-ე ტურის მესამე სათამაშო დღეს ოთხი შეხვედრა გაიმართა, თუმცა განსაკუთრებით საინტერესო არცერთი დაპირისპირება არ ყოფილა.

“ბილბაო” გასვლაზე გადახალისებული შემადგენლობით მოთამაშე “სელტას” დაუპირისპირდა, რომლის ყურადღებაც ევროპა ლიგის 1/2 ფინალურ მატჩზეა მიპყრობილი. ბასკებმა ამ ფაქტორების გათვალისწინებით ისარგებლეს, მეტოქეს სამი უპასუხო გოლი გაუტანეს და მე-6 ადგილი დაიბრუნეს. “ლომების” რიგებიდან რაულ გარსიამ დუბლი გაიფორმა, ხოლო ერთი ბურთი შეცვლაზე შემოსულმა მიკელ რიკომ შეაგდო – 0:3.

“ეიბარმა” შინ “ლეგანესი” დაამარცხა და მე-8 ადგილი გაიმყარა, “ალავესმა” გასვლაზე “ბეტისს” დიდი ანგარიშით მოუგო, ხოლო ლა ლიგა 2-ში გავარდნილმა “ოსასუნამ” საკუთარ მოედანზე “დეპორტივოსთან” ქულის მოპოვება მოახერხა.

ტურის დასკვნითი შეხვედრა დღეს “ლა როსალედაზე” გაიმართება, სადაც ადგილობრივი “მალაგა” თანარეგიონელ “სევილიას” დაუხვდება.

ოსასუნა – დეპორტივო 2:2 (1:1)

პამპლონა, “ესტადიო ელ სადარი”

ოსასუნა (5-3-2): სირიგუ, მონდრაგონი, ფუენტესი (ბერენგერი 23), ოიერი, რედრადო (ფლანიო 77), კლერკი, ფაუსტო (დე ლას კუევასი 77), კაუსიჩი, რ.ტორესი, ს.ლეონი, კოდრო.
მწვრთნელი: პეტარ ვასილიევიჩი

დეპორტივო (4-2-3-1): ლუქსი, ალბენტოსა, არიბასი, ხუანფრანი, ფ.ნავარო, გილერმე, ბორგესი, ჩოლაკი (ხილი 78), ლუისინიო (მ.მორენო 88), გამა (ჯონი 62), ანდონე.
მწვრთნელი: პეპე მელი

გოლები: 1:0 მონდრაგონი (4), 1:1, 1:2 გილერმე (18; 70), 2:2 ხუანფრანი (78 ს.კ.)
გაფრთხილებები: რედრადო, ოიერი – გილერმე, ალბენტოსა, არიბასი
მსაჯი: ალეხანდრო ერნანდესი

ბეტისი – ალავესი 1:4 (1:0)

სევილია, “ბენიტო ვილამარინი”

ბეტისი (5-3-2): ადანი, მანდი (ლეივა 63), ტოსკა, პაცელა, რ.ნავარო, დურმისი, პარდო (ბრასანაჩი 63), სებალიოსი, ხოაკინი, რ.კასტრო, ალეგრია.
მწვრთნელი: ვიქტორ სანჩესი

ალავესი (5-4-1): ორტოლა, ელი, ალექსისი, ფედალი, რ.გარსია, ვიგარაი (ტ.ერნანდესი 60), კრსტიჩიჩი, დ.ტორესი, სობრინო (კატაი 82), რომერო (მენდეში 63), სანტოსი.
მწვრთნელი: მაურისიო პელეგრინო

გოლები: 1:0 პარდო (12), 1:1 კრსტიჩიჩი (48), 1:2 სობრინო (54), 1:3 სანტოსი (58), 1:4 კატაი (94)
გაფრთხილებები: ალეგრია – ალექსისი, რომერო, დ.ტორესი, კრსტიჩიჩი, მენდეში
მსაჯი:
დანიელ ოკონ არაისი

ეიბარი – ლეგანესი 2:0 (0:0)

ეიბარი, “იპარუა”

ეიბარი (4-2-3-1): იოელი, ლეიუნი, რამისი, კაპა, ხუნსა, რივერა (არბილია 60), დ.გარსია, ადრიანი (ენრიჩი 60), პ.ლეონი, ინუი, კიკე (პენია 82).
მწვრთნელი: ხოსე ლუის მენდილიბარი

ლეგანესი (4-2-3-1): ერერინი, პ.ინსუა, მანტოვანი, დ.რიკო, ბუსტინზა, რ.პერესი, მორანი, მაჩისი (შიმანოვსკი 65), გაბრიელი (ლუსიანო 63), ელ ჟარი (ბუენო 77), გერერო.
მწვრთნელი: ასიერ გარიტანო

გოლები: 1:0 კიკე (62), 2:0 ენრიჩი (66)
გაფრთხილებები: პ.ლეონი – მანტოვანი, მორანი
მსაჯი: ალვარეზ იზკუერდო

სელტა – ბილბაო 0:3 (0:1)

ვიგო, “ესტადიო ბალაიდოსი”

სელტა (4-2-3-1): ს.ალვარესი, ფონტასი, ს.გომესი, ა.ლემოსი, რონკალია, მ.დიასი, ვასი (ჩეიკი 62), ხოზაბედი (სენე 80), ბონგონდა, ჰიულსაგერი (გუიდეტი 70), ბივუ.
მწვრთნელი: ედუარდო ბერიცო

ბილბაო (4-2-3-1): არიზაბალაგა, ლაპორტე, ი.ალვარესი (იტურასპე 82), დე მარკოსი, ბალენსიაგა, სან ხოსე, ბენიატი (მ.რიკო 78), ლეკუე, რ.გარსია, მუნიაინი (ადურისი 85), უილიამსი.
მწვრთნელი: ერნესტო ვალვერდე

გოლები: 0:1, 0:2 რ.გარსია (35; 50), 0:3 მ.რიკო (83)
გაფრთხილებები: ფონტასი – ლაპორტე
მსაჯი: ფერნანდეს ბორბალანი

თეგებილა ლიგა
0.112685