ფეხბურთი

21:00 | 30.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

ჟოზე მოურინიომ ალექს ფერგიუსონის რეკორდი დაამხო

„მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ ლეგენდარული სერ ალექს ფერგიუსონის რეკორდი დაამხო. „წითელ ეშმაკებმა" "სუონსისთან" (1:1) ფრის შემდეგ პირადი რეკორდი დაამყარეს. პრემიერლიგაში ზედიზედ 25 თამაში არ აქვთ წაგებული და ასეთი ხანგრძლივი სერია არცერთი მწვრთნელის ხელძღვანელობის დროს არ ჰქონიათ.

ძველი რეკორდი ფერგიუსონს ეკუთვნოდა - 2011-2012 წლების სეზონში „მანჩესტერმა“ 24 შეხვედრა ჩაატარა წაუგებლად.

რაც შეეხება მოურინიოს გუნდის რეკორდს, „იუნაიტედმა“ ბოლოს პრემიერლიგაში მარცხი გასული წლის 23 ოქტომბერს, „ჩელსისთან“ განიცადა (0:4). მას მერე კი, 25 თამაშიდან 13 მოიგო და 12 ფრე ითამაშა. საგულისხმოა ისიც, რომ თუ სხვა ტურნირებსაც გავითვალისწინებთ, მოურინიოს შეგირდებმა ზემოხსენებული თარიღიდან მოყოლებული ორი მარცხი იწვნიეს: ევროპა ლიგაზე „ფენერბაჰჩესთან“ (1:2) და ინგლისის ასოციაციის თასზე „ჩელსისთან“ (0:1).

პრემიერლიგაში კი, „მანჩესტერი“ მეხუთე ადგილზეა და 34 შეხვედრაში 65 ქულა აქვს დაგროვილი.

0.117382