ჭიდაობა

13:16 | 30.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

ევროპის განაცხადი ბერძენ-რომაელებმაც შეავსეს

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ბექა როყვამ ევროპის ჩემპიონატზე დასაყენებელი შემადგენლობა დაასახელა.

6-7 მაისს, სერბეთის ქალაქ ნოვი სადში გასამართ ევროპირველობაზე, ხალიჩაზე საქართველოს ჩემპიონებით დაკომპლექტებული გუნდი გავა. ორდღიანი შეჯიბრების პირველ დღეს მედლები 59, 66, 98 და 130 კილოგრამ წონით კატეგორიებში გათამაშდება. მეორე დღეს კი საპრიზო სამეულები დარჩენილ ოთხ წონაში: 71, 75, 80 და 85 კილოგრამებში შეივსება.

სერბეთში საჭიდაო ხალიჩები 2 მაისს გაიშლება და ოთხი დღის განმავლობაში ევროპის ჩემპიონ-პრიზიორები თავისუფალი სტილით ჭიდაობაში გამოვლინდებიან. საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები უკვე ნოვი სადშია. ბერძენ-რომაელები კი თბილისიდან 4 მაისს გაემგზავრებიან.

ბერძნულ-რომაული ჭიდაობა

საქართველოს ნაკრები

59 კგ - ლერი აბულაძე

66 კგ - გოგა გოგიბერაშვილი

71 კგ - გოგა აფრიამაშვილი

75 კგ - გელა ბოლქვაძე

80 კგ - ზურა დათუნაშვილი

85 კგ - რობერტ კობლიაშვილი

98 კგ - კოკა კირცხალია

130 კგ - ლევან არაბული

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.104591