ეროვნულ ლიგა2-ში მეცხრე ტურის სამი მატჩი გაიმართა. ლიდერობა გაიმყარა მარტვილის "მერანმა", რომელმაც აუტსაიდერ "ზუგდიდს" 2:1 მოუგო. გიორგი მიქაძის გაწვრთნილებს რვა მოგება და ერთი ფრე აქვთ.
მეორეზეა "გაგრა". 1:0 იმარჯვეს "ცხინვალთან". კიდევ ერთ შეხვედრაში, "რუსთავმა" 5:0 სძლია "მეშახტეს" და ვარლამ კილასონიას გუნდიც იბრძოლებს ეროვნულ ლიგა1-ში გადასასვლელად.
რუსთავი - მეშახტე 5:0 (2:0)
გოლები: 1:0 ვასაძე (8), 2:0 გოგინაშვილი (22), 3:0 გოგინაშვილი (54), 4:0 სიჭინავა (68), 5:0 ჩიმაკაძე (81)
გაგრა - ცხინვალი 1:0 (1:0)
გოლი: 1:0 ხინთიბიძე (38)
ზუგდიდი - მერანი 1:2 (0:0)
გოლები: 0:1 ტრეტიაკი (51), 0:2 ბარაბაძე (68), 1:2 ფარჯიკია (85)
გაძევება; ჟვანია (76, ზუგდიდი)
დღეს 16:00 საათზე დაიწყება ორი მატჩი: გურია - ვიტ ჯორჯია, სამგურალი - სიონი
ბომბარდირები:
9 - დათა სიჭინავა (რუსთავი), 7 - ჯაბა დვალი (სიონი), თამაზ მაქაცარია (ცხინვალი), სერგეი ტრეტიაკი (მერანი), რევაზ ბარაბაძე (მერანი)
| 1. | მერანი | 9 | 8 | 1 | 0 | 22 | 4 | +18 | 25 | |
| 2. | გაგრა | 9 | 6 | 2 | 1 | 11 | 2 | +9 | 20 | |
| 3. | სიონი | 8 | 5 | 0 | 3 | 11 | 7 | +4 | 15 | |
| 4. | რუსთავი | 9 | 4 | 2 | 3 | 18 | 11 | +7 | 14 | |
| 5. | ვიტ ჯორჯია | 8 | 4 | 1 | 3 | 14 | 11 | +3 | 13 | |
| 6. | სამგურალი | 8 | 4 | 1 | 3 | 10 | 11 | -1 | 13 | |
| 7. | ცხინვალი | 9 | 3 | 1 | 5 | 14 | 19 | -5 | 10 | |
| 8. | მეშახტე | 9 | 2 | 1 | 6 | 10 | 23 | -13 | 7 | |
| 9. | გურია | 8 | 2 | 0 | 6 | 11 | 18 | -7 | 6 | |
| 10. | ზუგდიდი | 9 | 0 | 1 | 8 | 9 | 24 | -15 | 1 |







