ფეხბურთი

15:22 | 30.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

ფილიპ ლამის მიღწევა

მიუნხენის "ბაიერნის" კაპიტანმა ფილიპ ლამმა ბუნდესლიგა მერვედ მოიგო და ამ მაჩვენებლით რეკორდი გაიმეორა. "რეკორდმაისტერმა" გერმანიის ჩემპიონატში ზედიზედ მეხუთედ იმარჯვა, ლამი კი ოლივერ კანს, ბასტიან შვაინშტაიგერს და მეჰმეთ შოლს გაუთანაბრდა.

33 წლის ლამს მომდევნო სეზონში შანსი აღარ ექნება მეცხრედ მოიგოს ბუნდესლიგა, რადგან სეზონის დასრულების შემდეგ კარიერას ამთავრებს. გერმანელმა კარიერა "ბაიერნში" დაიწყო და დღემდე 515 მატჩი აქვს ჩატარებული.

0.116257