ფეხბურთი

20:00 | 30.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

გუსტავო ნოვოტნის გაუთანაბრდა

"ვოლფსბურგის" ნახევარმცველი ლუის გუსტავო "ბაიერნთან" წაგებულ (0:6) მატჩში მსაჯმა მოედნიდან გააძევა და ბუნდესლიგაში სამხრეთამერიკელს უკვე 8 წითელი ბარათი დაუგროვდა. აღნიშნულ ტურნირზე ამ მაჩვენებელში რეკორდსმენი იენს ნოვოტნი იყო და ახლა გუსტავომ მისი შედეგი გაიმეორა.

ბრაზილიელი აქამდე "ბაიერნსა" და "ჰოფენჰაიმშიც'თამაშობდა, ხოლო ნოვოტნი წლების განმავლობაში "კარლსრუესა" და "ლევერკუზენის" ღირსებას იცავდა.

1.014556