საქართველოს ნომერ პირველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი სტამბოლის ტურნირში მიიღებს მონაწილეობას. 1/16-ფინალში მსოფლიოს 61-ე ჩოგნის მეტოქე რუსი კარენ ხაჩანოვი იქნება.
სომხური ფესვების მქონე ჩოგბურთელმა ბარსელონას ღია ტურნირზე კარგად იასპარეზა, სამი თამაში მოიგო და ლაივ რეიტინგში უკვე 56-ე ადგილიდან 42-ზე გადაინაცვლა. ბასილაშვილი კი განახლებულ რეიტინგს დიდი ალბათობით ძველებურ პოზიციაზე შეხვდება.
აღნიშნული ჩოგბურთელები ერთმანეთს უკვე მეოთხედ ხვდებიან და ანგარიში ქართველის სასარგებლოდ 2:1-ია. შეხვედრა 1 მაისს, თბილისს დროით 14:00 საათზე დაიწყება, შესაძლოა დრო შეიცვალოს.
ტურნირის პირველი ნომერი მილოშ რაონიჩია. იმ შემთხვევაში თუ ნიკოლოზი წარმატებულად იასპარეზებს, მარკოს ბაგდატისსა და ვიქტორ ტროიცკის შორის გამარჯვებულს შეხვდება.