გულშემატკივართა აბსოლუტური უმრავლესობის აზრით, დამოუკიდებელ საქართველოს ისეთი ტალანტი არ ჰყოლია, როგორიც გიორგი ქინქლაძე იყო. ქართველ ფეხბურთელს ძალიან დიდი კვალის დატოვება მართლაც შეეძლო ფეხბურთში, მაგრამ სამწუხაროდ, გაცემული ავანსები სანახევროდაც ვერ გაამართლა.
არადა, გიორგი 1995 წელს ინგლისურ „მანჩესტერ სიტის“ თბილისის „დინამოდან“ შეუერთდა. მართალია, მაშინ, „ქალაქელები“ დღევანდელივით მოწინავე პოზიციაზე არ იყვნენ, მაგრამ მაინც ანგარიშგასაწევ ძალად ითვლებოდნენ. პირველსავე სეზონში „ქინქიმ“ მთელი ინგლისი აალაპარაკა. დღემდე არ ავიწყდებათ მისი საოცარი გოლი „საუთჰემპტონის“ კარში, ან თუნდაც, „რივერსაიდზე“ „მოდლსბროსთან“ შექმნილი შედევრი გოლი.
გიორგი „სიტის“ ქომაგებში დღემდე დიდი პოპულარობით სარგებლობს და როდესაც მანჩესტერში უწევს ჩასვლა, იქაური პუბლიკა ძალზე თბილად ხვდება. ამჯერადაც ასე იყო - სამიოდ დღის წინ, მანჩესტერულ დერბზე ქინქლაძე მიიპატიჟეს.
„მანჩესტერ სიტის“ ოფიციალურმა ვებგვერდმა კი, დრო იხელთა და ქინქლაძესთან საინტერესო ინტერვიუც ჩაწერა - ამ დიალოგში საუბარი რა თქმა უნდა, „სიტიში“ გატარებულ პერიოდზეა. როგორც გაირკვა, ქართველმა თავის დროზე „ბარსელონა“ უარით გაისტურმა. მაგრამ, როგორც თავად აღნიშნავს, ამას არ ნანობს და დღესაც იგივე ნაბიჯს გადადგამდა.
„წასვლის შანსი მქონდა - უთხრა ქინქლაძემ „სიტის“ ოფიციალურ ვებგვერდს - დაინტერესებული იყო „ბარსელონა“ და სხვა კლუბები, მაგრამ მე გუნდს ვერ დავტოვებდი. მინდოდა, „სიტის“ პრემიერლიგაში დაბრუნებაში დავხმარებოდი. ამიტომაც, ეს არ იყო რთულად მისაღები გადაწყვეტილება.
ინგლისიდან წასვლა მეორედაც შემეძლო და შესაძლოა, ჩემი კარიერისთვის ეს უკეთესიც ყოფილიყო, მაგრამ ამას ვერ გავაკეთებდი. ჩემი გული „სიტის“ ეკუთვნოდა და ამიტომაც დარჩენა კიდევ ერთი წლით გადავწყვიტე, აღზევებაში რომ დავმხარებოდი.
„მანჩესტერ სიტიში“ ჩემი დრო მაინც ამოიწურა - „აიაქსთან“ შეთანხმება უკვე მიღწეული იყო და ამიტომ, ვიცოდით, რომ ბოლო თამაშს ვატარებდი. ცრემლები მომდიოდა, არ მინდოდა წასვლა - დღესაც რომ მქონდეს იგივე სიტუაცია და ისეთი კლუბი მეპატიჟებოდეს, როგორიც „ბარსელონაა“, „სიტიში“ დარჩენას ვამჯობინებდი.
„აიაქსში“ ბედნიერი არ ვყოფილვარ. მწვრთნელი სხვა პოზიციაზე მათამაშებდა, მაგრამ „სიტის“ ბევრი ქომაგი მაინც ჩამოდიოდა ჩემი თამაშის სანახავად. შემდეგ ინგლისში ისევ დავბრუნდი, „დერბიში“ - თუმცა, ეს არ იყო ძველი გრძნობა. „მეინ როუდზე“ („სიტის“ საშინაო არენა იმხანად - ავტ) გულშემატკივრებმა საოცარი დახვედრა მომიწყვეს. იმ დღეს ვერ ვითამაშე, რადგან იმ გუნდის წინააღმდეგ ვიყავი, რომლის ფანებსაც ვუყვარდი.
„სიტიში“ ყოველთვის სიამოვნებით დავბრუნდები, როცა ეს შემეძლება - მანჩესტერულ დერბზე დაბრუნება შესანიშნავი გახლდათ“, - თქვა ქინქლაძემ.
გიორგი ქინქლაძე „მანჩესტერ სიტის“ რიგებში 1995-1998 წლებში თამაშობდა და 106 მატჩში 20 გოლის გატანაც შეძლო.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
კაშიას დარათ ქართულ სოჭში თასს ასწევან ან ურალის ქართველები ტაბიძე ჭანტურია ლუნგუ ან კვირკველია
რეალობა სულ სხვა იყო....ქინქი მაგარი იყო მაგრამ ზარმაცი-უზარმაცესი და გაბლატავებული. ბარსელონა მისი ოცნების გუნდი იყო მაგრამ ვერ ივარგა სიზარმაცემ დაძლია. ეხლა რასაც ლაპარაკობს უბრალოდ რბილად რომ ვთქვა ასიამოვნებს სიტელებს. მაგის ნება რომ ყოფილიყო და მოწვევა რეალური ქონოდა სირბილიტ გაიქცეოდა ბარსელონამდე.........
ყველა კაცმა თავისი საქმე თვითონ იცის რა ჩემი საქმეა, მარა გული მწყდება უბრალოდ ასეთი ტალანტი კაცმა არ იცის კიდე გვეყოლება თუ არა და ეგაა რა.
ამიტომაცაა რომ კაცობით ვქაჩავთ და ფეხბურთში გვერხევა.. ქინქლაძე მართლა კაცი და სიტის ერთგული იყო, მაგრამ გვააქვს იმის ფუფუნება, რომ საშუალო დონის გუნდებში ითამაშონ ჩვენმა ფეხბურთელებმა იმ შემთხვევაში თუ გრანდებისგან არის დაინტერესება? აღარ ფასდება ფეხბურთში დღეს ის ფასეულობები, რაც გიოს, ტოტის, მალდინის, ბუფინს და მათ ნაირებს აქვთ.. დღეს რაც უფრო დიდ ფასად გაიყიდები და რაც უფრო მეტ კლუბს გამოიცვლი მით უფრო პატივს გცემს მასა.. სამწუხარო რეალობაა, მაგრამ ეფექტიანი !
კაი რა თუ ძმა ხარ, მალდინი, ტოტი და ბუფონი ადგილობრივი კლუბების ერთგული დარჩნენ(ნუ ბუფონი იყო პარმადან, მარა იტალიელია ბოლო-ბოლო)და ქინქლაძეს რა მანჩესტერელთა ვალი ქონდა ასეთი.
ნუ ეხლა ეგ არგუმეტი ვერაა.. ადგილობრივი კლუბი, მაგრამ სამივე მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი ჩემპიონატის გრანდი.. თორე საქართველოში რო დაბადებულიყვნენ ქართლი კლიუბების ერთგულები ნამდვილად არ იქნებოდნენ..
და ერთს დავამატებ რა.. ქინლაძეზეს ვინც აბუჩად იგდებთ ბოლოს გამახსენეთ ვინ წავიდა ჩვენი ჩემპიონატიდან ინგლისის პრემიერლიგაში.. რომელ ქართველ ფეხბურთლეს სცემს ამდენი ხალხი პატივს.. ამას წინათ ბრიტანეთის ელჩის ლექციაზე ვიყავი და საქართველოსა და ბრიტანეთზე საუბრისას რაგბი და ქინქი გამოარჩია.. ამიტომ ჩვენც ვიცოდეთ ცოტა მეტი პატივისცემა..
ერთი სიტყვა თქვა კაცმა და ლამისაა ჩაქოლონ : ))) ძალიან ძალიან კლასნი ქინქი : ) ესპანეთს რო მოუგეს მინი ფეხბურთში, რაც ამან იმ 1 წუთიან მონაკვეთში გააკეთა, ინატროს ყველა დღევანდელმა ქართველმა ფეხბურთელმა რა : ))) ესეთი ნიჭიერი დამოუკიდებელ საქართველოს არ ყოლია ჯერჯერობით : )
racaricit da rac arginaxavt rato komentarobt? ra chempionshipi?barselonas,inters,lacios da aseve iunaitedsa da liverpuls roca undadat kinkladziz gadabireba is premier ligashi tamashobda da premier ligis sam sauketeso fexbutelta shoris dasaxelda. eseni iynen,kantona kinkladze da jinola.da sauketeso golis avtori da goli shedevri iyo kinkladzesi...
სრული სიმართლეა ეგრე იყო.
ვიცით როგორ არ ვიცით. სხვათაშორის საუკეთესო გოლის ავტორი იებოა გახდა, ქინქლაძის გოლი მეორე იყო.
ხალხო გაიგეთ ქინქლაძე სიტიში, რომ გადავიდა არ იყო მაშინ ჩემპიონშიპში პრემიერლიგაში იყო და მაშინ უნდოდა ბარსელონას და ინტერს თორემ როცა გავარდა მერე არც კი უხსენებიათ ქინქლაძის სახელი.DD
აგერ გარკვევით წერია სტატიაში: წასვლის შანსი მქონდა, ბარსელონა და სხვები ინტერესდებოდნენ, მაგრამ სიტის ვერ მივატოვებდი, მინდოდა პრემიერლიგაში აღზევებაში დავხმარებოდიო.
მაგ ბოდიალია უკვე, აბა აიაქსში, რომ წავიდა ეგ რა არ იყო სიტის მიტოვება? სარბიელის არქივი ამოიღონ და ნახონ სანამ გავარდებოდა მანამ იყო ეს, სათაური ახლაც მახსოვს ბაარსელონა-7.5 ინტერი-7. მერე გავარდნილზე ლივერი ინტერესდებოდა
ჰოდა მაგას ვიძახი მეც, რომ ბოდიალობს მეთქი DDDDDDDD
რაც სტატიაში წერია იმის მიხედვით ვაკეთებ კომენტარს. შანსს ეძებდა, დაჟე ბოკა ხუნიორსშიც იყო და ბარსას ეტყოდა უარს სწორედ DDDDDDD
100%
ჩემი აზრით ცოტას წაუტრიპაჩებს...
ჯერ ერთი ბარსელონა ინგლისის ქვედა დივიზიონის ფეხბურთელით სერიოზულად არ დაინტერესდებოდა. თუმცა გარკვეული საუბრები იქნებოდა. გამორჩეული, ძალიან ტექნიკური მოთამაშე იყო და ბუნებრივია ნებისმიერი გულშემატკივარი და ბევრი საფეხბურთო სპეციალისტიც ბარსას უკავშირებდა ამის მომავალს.
მოკლედ, ვფიქრობ ბარსელონას ინტერესის თემა ბუზის სპილოდ ქცევის პონტია.
კი გეთანხმები ბზრ არაა ჩამპიონშიფის მოთამაშე ბარსას რა სიკვდილად უნდოდა
:
არა ეგ საუბარი სანამ გავარდებოდა მანამ იყო, ინტერი და ბარსა ინტერესდებოდა ერთი 7.5 მილიონს იხდიდა მერე 7-ს, რომელი რამდენს ზუსტად არ მახსოვს, მარა ეგრე იყო სარბიელის დიდი სათაური ეხლაც თვალწინ მიდგას. მარა რა ხეირი?
მაგ ჭკუის, რო ხარ იმიტომ მიაღწიე ბევრს. ტფუ რა გინდოდა შენ ბარსელონაში არა შეჯდა მწყერი ხესა ან ვირმა რა იცის ხურმა(ბარსელონა) რა ხილია.DD