ფეხბურთი

0:07 | 30.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

პრემიერლიგა: “სანდერლენდი” ოფიციალურად გავარდა

პრემიერლიგის 34-ე ტურის შემდეგ ოფიციალურად გაირკვა, რომ მომდევნო სეზონს “სანდერლენდი” ჩემპიონშიფში გაატარებს. “შავმა კატები” საკუთარ მოედანზე “ბორნმუთთან” დამარცხდნენ და მე-17 ადგილოსან “ჰალს” ჩემპიონატის დასრულებამდე ოთხი ტურით ადრე 13 ქულით ჩამორჩებიან.

მარცხთან ძალიან ახლოს იყო “ჰალ სიტიც”, რომელიც გასვლაზე “საუთჰემპტონს” დაუპირისპირდა. მასპინძლებმა 91-ე წუთზე პენალტის დარტყმის უფლება მოიპოვეს, მაგრამ იაკუპოვიჩმა დუშან ტადიჩს აჯობა და საკუთარ გუნდს უძვირფასესი ქულა მოუპოვა.

მოქმედმა ჩემპიონმა “ლესტერმა” ჯეიმი ვარდის გოლით გასვლაზე “ვესტ ბრომვიჩი” დაამარცხა, “ბარნლიმ” სტუმრად “კრისტალ პალასს” აჯობა, ხოლო “სტოკის” და “ვესტ ჰემის” ჯახი გატანილი გოლების გარეშე დასრულდა.

საუთჰემპტონი – ჰალი 0:0

საუთჰემპტონი, “სენტ მერი სთედიუმი”

საუთჰემპტონი (4-2-3-1): ფორსტერი, იოშიდა, სტეფენსი, ბერტრანი, სოარეში, რომეუ, ს.დევისი, რედმონდი (ჯ.როდრიგესი 87), ტადიჩი, ბუფალი (სიმსი 58), გაბიადინი (ლონგი 59).
მწვრთნელი: კლოდ პუელი

ჰალი (4-2-3-1): იაკუპოვიჩი, რანოკია, მაგუირე, ელმოჰამადი, რობერტსონი, ნ’დიაიე, კლუკასი, ევანდრო (ჰენრიკსენი 72), გროსიცკი (ჰადლსტოუნი 83), მარკოვიჩი (მ.დოუსონი 90), ნიასე.
მწვრთნელი: მარკო და სილვა

გაფრთხილებები: მაგუირე, ნ’დიაიე, რანოკია
მსაჯი: მაიკლ დინი

91-ე წუთზე ტადიჩმა პენალტი ვერ გაიტანა (მეკარე)

სტოკი – ვესტ ჰემი 0:0

სტოკი, “ბრიტანია სთედიუმი”

სტოკი (4-2-3-1): ბუტლანდი, ინდი, შოუკროსი, მუნიესა, გ.ჯონსონი, კამერონი, ველანი (ადამი 80), ალენი (კრაუჩი 70), არნაუტოვიჩი, შაქირი, ბერაჰინო.
მწვრთნელი: მარკ ჰიუზი

ვესტ ჰემი (3-4-1-2): ადრიანი, რიდი, კოლინსი, ფონტე, ნორდტვეიდი, კუაიტე, ე.ფერნანდესი, მასუაკუ (კრესველი 46), ლანცინი, ა.აიუ (ნობლი 69), კალერი (სნოდგრასი 80).
მწვრთნელი: სლავენ ბილიჩი

გაფრთხილებები: მუნიესა
მსაჯი: ლი პრობერტი

სანდერლენდი – ბორნმუთი 0:1 (0:0)

სანდერლენდი, “ლაით ოფ სთედიუმი”

სანდერლენდი (4-1-3-2): პიკფორდი, ოში, კონე, ლავი, მანკილიო, ნდონგი, პიენაარი (ჰანიმენი 55), ხაზრი, ბორინი, ანიჩებე, დეფო.
მწვრთნელი: დევიდ მოიესი

ბორნმუთი (4-4-1-1): ბორუცი, ს.კუკი, ფრანცისი, სმიტი, დანიელსი, არტერი, ლ.კუკი, პუგი (მოუსე 82), ფრეისერი (გრადელი 90), კინგი, აფობი (სტანისლასი 57).
მწვრთნელი: ედი ჰაუ

გოლი: კინგი (88)
გაფრთხილებები: პიენაარი, ბორინი, ხაზრი – ლ.კუკი, არტერი
მსაჯი: სტიუარტ არტველი

ვესტ ბრომვიჩი – ლესტერი 0:1 (0:1)

ვესტ ბრომვიჩი, “ჰაუტორნსი”

ვესტ ბრომვიჩი (4-2-3-1): ფოსტერი, ევანსი, მაკოლი, კ.დოუსონი, ნიომი (მაკკლინი 60), მორისონი (ლეკო 79), იაკობი (დ.ფლეტჩერი 69), ჩადლი, ლივერმორი, ბრანტი, რონდონი.
მწვრთნელი: ტონი პულისი

ლესტერი (4-4-2): შმეიხელი, ბენალუანი, ჰუტი, ფუქსი, სიმპსონი, ნდიდი, დრინკვოთერი, მაჰრეზი (კინგი 81), ოლბრაიტონი, ოკაზაკი (ულოა 67), ვარდი.
მწვრთნელი: კრეიგ შექსპირი

გოლი: ვარდი (43)
გაფრთხილებები: იაკობი, მორისონი – დრინკვოთერი, ბენალუაინი
მსაჯი: მარკ კლატენბურგი

კრისტალ პალასი – ბარნლი 0:2 (0:1)

ლონდონი, “შელჰარსტ პარკი”

კრისტალ პალასი (4-3-3): ჰენესი, კელი, დელანი, ვან აანჰოლტი, ჯ.უარდი, მილივოიევიჩი, მაკარტური (კემპბელი 71), პანჩონი, ზაჰა, თაუნსენდი, ბენტეკე (რემი 71).
მწვრთნელი: სემ ელარდაისი

ბარნლი (4-4-2): ჰიტონი, კინი, ტარკოვსკი, ს.უარდი (ფლანაგანი 45+1), ლოუტონი, ჰენდრიკი, ვესტვუდი, ბოიდი, არფილდი, ვოკსი, ბარნესი (ა.გრეი 79).
მწვრთნელი: სეან დიჩი

გოლები: 0:1 ბარნესი (8), 0:2 ა.გრეი (85)
გაფრთხილებები:
ბენტეკე, ზაჰა – ბარნესი
მსაჯი: რობერტ მედლი

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.127422