ფეხბურთი

18:43 | 29.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

“ლიონს” კორანტენ ტოლისო გამოაკლდა

“ლიონის” 22 წლის ფეხბურთელმა კორანტენ ტოლისომ მძიმე დაზიანება მიიღო. “ანჟერთან” დაპირისპირების 82-ე წუთზე ფრანგს მოედნის საკაცით დატოვება მოუწია.

ჯერჯერობით უცნობია, თუ რა დრო გაუცდება ახალგაზრდა ფეხბრთელს, თუმცა მედიკოსები ამ პრობლემაზე მუშაობენ და იმედოვნებენ, რომ მოტეხილობა გამოირიცხება. “ანჟერისა” და “ლიონის” დაპირისპირება მასპინძლების გამარჯვებით - 2:1 დასრულდა და ტოლისოს ტრავმა პავლოვიჩის უხეშმა თამაშმა გამოიწვია.

ფრანგი შუახაზელით ტურინის “იუვენტუსი” იყო დაინტერესებული, რომელსაც ნახევარდაცვის გაძლიერება სურდა, მაგრამ თუ ტრავმა სერიოზული აღმოჩნდება, “ბებერ ქალბატონს” თავისი გეგმების გადახედვა მოუწევს.

შეგახსენებთ, რომ კორანტენ ტოლისომ მიმდინარე სეზონში “ლიონის” შემადგენლობაში 43 მატჩი ჩაატარა და 14 გოლი გაიტანა.

0.113291