ფეხბურთი

14:15 | 29.04.2017 | ნანახია NaN - ჯერ

ჟოზე მოურინიუ: “სუონსისთან” სასტარტოში მოურინიუს დაყენება მომიწევს”

“მანჩესტერ იუნაიტედში” ტრავმირებული ფეხბურთელების რაოდენობამ იმატა. “წითელ ეშმაკებს” ძირითადი შემადგენლობის ერთბაშად სამი მცველის - როხოს, ჯონსის და სმოლინგის გარეშე მოუწევთ მომავალი მატჩის ჩატარება. ამ სიტუაციიდან ჟოზე მოურინიუმ გამოსავალი იპოვა და ხუმრობით თქვა, რომ “სუონსის” წინააღმდეგ მოურინიუს დააყენებს სასტარტო შემადგენლობაში.

“ვფიქრობ, ერიკმა და დეილი ბლინდმა შესანიშნავად ითამაშეს “სიტის” წინააღმდეგ. ჩემი მოვალეობაა, მათ პარტნიორი მოვუძებნო შემდეგი მატჩისთვის. გამომდინარე იქიდან, რომ ტრავმირებული ფეხბურთელები მრავლად გვყავს გუნდში, ვფიქრობ მათთან მოურინიოს დავაყენებ”, - თქვა პორტუგალიელმა მწვრთნელმა.

შეგახსენებთ, რომ ჟოზე მოურინიომ “მანჩესტერ იუნაიტედი” 2016 წლის მაისში ჩაიბარა და მიმდინარე სეზონში 24-მატჩიანი წაუგებელი სერია დაუგროვდა.


კომენტარები (4)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

16:04 | 31.10.2020
ogafa (10220)

იმედია, მომდევნო თამაშში უფრო უკეთესები ვიქნებით

23:01 | 29.10.2020
KoRBeN DaLLaS (24844)

კი ჯობია. ოღონდ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი წაგებიდან სწორ დასკვნებს გამოვიტანთ და ყოველ მომდევნო თამაშში უფრო უკეთესები ვიქნებით, ვიდრე წინაში.
აქ კი რა ხდება ? ბოლო სამ წელიწადში მეოთხედ შევხვდით შოტლანდიას და მცირედი წინსვლა მაინც მანახეთ, თუნდაც რომელიმე კომპონენტში.

13:35 | 29.10.2020
sokhumsky (447)

წაგება ყოველთვის მტკივნეულია, თუმცა
8 თვე რომ არ ითამაშო, ნარდს ვერ ითამაშებ იმავე დონეზე და რაგბი კიდევ მეტად მოითხოვს რეგულარულ წვრთნას და თამაშს.
ჩემზე უკეთესად მწვრთნელები იყვიან თავის სიტყვას, როგოც ქომაგი კი დავამატებ რომ ბიჭებმა რაგბი ითამაშონ! რაგბი თამაშია, თან ჩვენი
წინ გამარჯვებებისაკენ!

15:37 | 28.10.2020
qomagi (1575)

მართალი ხართ ბატონო ლევან, ანგარიშში სხვაობა ასეთი არ იქნებოდა, აფრასიძე რომ არ გაესინბინებინათ, შეიძლება 1-2 ლელოთი ნაკლები დაედოთ ან მაინც ამდენი მიგვეღო. 80 ქულით გამარჯვებას კი სჯობს ასეთი თამაშები, მაგრამ 40 ქულით წაგება არ არის მისაღები შედეგი. დანარჩენი კიდევ მოედანზე დაგვიმტკიცეთ მომდევნო 4 თამაშში.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.064235