ახალგაზრდა და პერსპექტიული მეკარის, ჯანლუიჯი დონარუმას მომავალი ჯერ კიდევ გაურკვეველია. საქმე ისაა, რომ იტალიელის აგენტი ცდილობს, თავის კლიენტს უკეთესი პირობები შესთავაზოს.
მინო რაიოლამ მოლაპარაკებები “მილანის” მთავარ კონკურენტთან, “ინტერთან” დაიწყო. მაგრამ სავარაუდოდ, რაიოლას ასეთი ქმედება უფრო ტაქტიკური სვლაა.
მიუხედავად იმისა, რომ დონარუმამ არაერთხელ დააფიქსირა თავისი შეხედულებები ამჟამინდელ კლუბთან დაკავშირებით და თქვა, რომ “მილანში” დარჩენა სურს, აგენტს მისი კონტრაქტის პირობები არ აკმაყოფილებს.
შეგახსენებთ, რომ 18 წლის იტალიელი “მილანის” აღზრდილია და მიმდინარე სეზონში “როსონერის” რიგებში 33 მატჩი ჩაატარა.