ფეხბურთი

12:15 | 29.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

„მონაკო“ VS „იუვენტუსი“: ფაქტები, სტატისტიკა, ისტორია

უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალის საგზურისთვის ერთმანეთს „მონაკო“ და „იუვენტუსი“ ეცილებიან. ორივე გუნდი ჩინებულ ფორმაშია და ბევრის აზრით, ამ წყვილში ფავორიტი არ არსებობს - ეს ლოგიკურიცაა რადგან საქმე ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალთან გვაქვს.

WORLDSPORT.GE ბუნებრივია, აღნიშნული მატჩის პერიპეტიების შესახებ თამაშის კონკრეტულ დღეს დაწვრილებით ისაუბრებს, მაგრამ იქამდე გავეცნოთ ფაქტებს, დეტალებს, სტატისტიკას, ურთიეთშეხვედრების ისტორიას...

ურთიერთშეხვედრები

„იუვენტუსი“ და „მონაკო“ პლეი-ოფის სტადიაზე აქამდე ერთმანეთს ორჯერ შეხვდნენ. 1997-1998 წლების სეზონში, ასევე ნახევარფინალურ ეტაპზე. მაშინ „იუვემ“ შინ 4:1 მოიგო ალესანდრო დელ პიეროს ჰეთ-თრიქითა და ზინედინ ზიდანის გოლით, ხოლო სტურმად მხოლოდ 2:3 წააგო და ფინალში გავიდა.

1998 წლის 15 აპრილს, მონტე კარლოში გუნდებმა შემდეგი შემაგდენლობით ითამაშეს:

„მონაკო“: ბარტეზი, დიავარა, ჯეტუ, კრისტანვალი, ლეონარდო (სანიოლი 65), მარტინი, კოლინსი, იკპება (სპეჰარი 69), ტრეზეგე, ანრი

„იუვენტუსი“: პერუცი, ტორიჩელი, ბირინდელი, იულიანო, დიმაში, კონტე, ტაკინარდი, ზიდანი (პეკია 59), პესოტო, დელ პიერო, ინძაგი (ამორუზო 5, დავიდსი 71)

მეორე ორმატჩიანი დუელი კი, ორი წლის წინ, მეოთხედფინალურ ეტაპზე შედგა. გამარჯვებული ამჯერადაც „ბებერი ქალბატონი“ გამოვიდა, ორი მატჩის ჯამში - 1:0. ყველაფერი ტურინში, არტურო ვიდალის პენალტიდან გოლმა გადაწყვიტა.

2015 წლის 22 აპრილს, „ლუი II“-ზე გუნდებმა ასეთი შემადგენლობით ითამაშეს:

„მონაკო“: შუბაშიჩი, რაჯი, ფაბინიო, აბდენური, კურზავა, ჟოაო მოუტინიო, ბერნარდო სილვა, კონდოგბია, ტულალანი (ბერბატოვი 46), ფერეირა კარასკო (კარვალიო 87), მარსიალი (ჟერმენი 76)

„იუვენტუსი“: ბუფონი, ლიხშტაინერი, ბარძალი, ბონუჩი, კიელინი, ევრა (პადოინი 89), მარკიზიო, პირლო, ვიდალი (პერეირა 77), მორატა (ლორენტე 69), ტევესი

მთლიანობაში აქამდე „იუვენტუსი“ „მონაკოს“ ოთხჯერ დაუპირისპირდა და ბალანსი თავის სასარგებლოდაა: 2 მოგება, 1 ფრე, 1 წაგება7 გატანილი და 4 გაშვებული გოლი.

სტატისტიკა

„მონაკო“

„მონაკო“ ნახევარფინალში მეოთხედ გავიდა და ეს ფრანგულ გუნდებში საუკეთესო შედეგია. ბოლოს ამ ეტაპზე 2004 წელს ითამაშა და მაშინ „ჩელსის“ აჯობა კიდეც ორი მატჩის ჯამში - 5:3 (3:1, 2:2).

„მონაკოს“ არასდროს მოუგია ნახევარფინალში გასვლითი შეხვედრა (1 ფრე, 2 წაგება). წააგო რა, „მილანთან“ 1994 წელს 0:3 და „იუვენტუსთან“ 1998 წელს 1:4. 2004 წელს კი, „ჩელსისთან“ 2:2 ითამაშა.

ორი საშინაო ნახევარფინალური შეხვედრიდან კი, ასპროცენტიანი მაჩვენებელი გააჩნია: „იუვენტუსთან“ 3:2 და „ჩელსისთან“ 3:1.

„მონაკო“ ნახევარფინალებში:

1993-1994, „მილანი“ 0:3 (0:3 შენიშვნა: ერთი მატჩი ჩატარდა)

1997-1998, „იუვენტუსი“ 4:6 (1:4, 3:2)

2003-2004, „ჩელსი“ 5:3 (3:1, 2:2)

მიმდინარე სეზონში ლეონარდო ჟარდიმის გუნდმა ჩემპიონთა ლიგაზე შვიდი საშინაო მატჩიდან ექვსი მოიგო და მხოლოდ „ლევერკუზენს“ დაუთმო ქულა (1:1).

„მონეგასკებმა“ 14 შეხვედრიდან 13-ში გოლის გატანა მოახერხეს. ერთადერთი გამონაკლისი ამჯერადაც „ლევერკუზენთან“ იყო, ოღონდ გასვლით შეხვედრაში - 0:3.

„მონაკოს“ იტალიურ გუნდებთან საკუთარ მოედანზე 6 შეხვედრიდან სამჯერ მოუგია, ორჯერ ფრე ითამაშა და ერთხელ წააგო. ისიც პირველი თამაში აპენინის წარმომადგენელთან - „ინტერთან“.

პლეი-ოფში „მონაკოს“ იტალიურ გუნდებთან ცუდი სტატისტიკა გააჩნია: 6 მარცხი და შემდეგ ეტაპზე ერთადერთხელ გავიდა. ეს მოხდა 1991-1992 წლების სეზონში, როდესაც „რომას“ აჯობა ორი მატჩის ჯამში 1:0. მაშინ, რომში გოლი არ გასულა და სხვათა შორის, ეს ერთადერთი მატჩი იყო, რომელიც „მონაკომ“ იტალიაში არ წააგო (0 მოგება, 1 ფრე, 7 წაგება, 2:14 ბურთების შეფარდება).

გარდა „მილანისა“ და „იუვენტუსისა“, „მონაკოს“ ნახევარფინალური ეტაპი „ინტერთანაც“ აქვს წაგებული. 1996-1997 წლების სეზონში უეფას თასზე: 1:3, 1:0. ასეთივე სცენარი იყო თასების თასზე 1989-1990 წლების სეზონში „სამპდორიასთან“ (2:2, 0:2).

„იუვენტუსი“

„იუვენტუსი“ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში 2003 წლის შემდეგ მეორედ გავიდა. პირველად ეს 2015 წელს მოხდა და მაშინ „ბებერმა ქალბატონმა“ „რეალს“ აჯობა (2:1, 1:1).

„იუვენტუსი“ ნახევარფინალებში (8 მოგება, 3 მარცხი):

1967-1968, „ბენფიკა“ 0:3 (0:2, 0:1)

1972-1973, „დერბი“ 3:1 (3:1, 0:0)

1977-1978, „ბრიუგე“ 1:2 (1:0, 0:2)

1982-1983, „ვიძევი“ 4:2 (2:0, 2:2)

1984-1985, „ბორდო“ 3:2 (3:0, 0:2)

1995-1996, „ნანტი“ 4:3 (2:0, 2:3)

1996-1997, „აიაქსი“ 6:2 (2:1, 4:1)

1997-1998, „მონაკო“ 6:4 (4:1, 2:3)

1998-1999, „მანჩესტერი“ 3:4 (1:1, 2:3)

2002-2003, „რეალი“ 4:3 (1:2, 3:1)

2014-2015, „რეალი“ 3:2 (2:1, 1:1)

სტუმრად „იუვენტუსი“ ნახევარფინალურ ეტაპზე არც ისე კარგად თამაშობს: 1 მოგება, 4 ფრე, 6 წაგება. ერთადერთი გამარჯვება „ბებერმა ქალბატონმა“ 1997 წელს ამსტერდამში იზეიმა - 2:1.

სამაგიეროდ, ჩინებულად ირჯება სახლში და 11 მატჩიდან წაუგებელია (9 მოგება, 2 ფრე).

მიმდინარე სეზონში „იუვეს“ პლეი-ოფში გოლი არ გაუშვია.

მიმდინარე სეზონში 5 გასვლითი შეხვედრიდან იტალიურმა გრანდმა ოთხი მოიგო და ერთხელ ფრე ითამაშა („ბარსელონასთან“ 0:0). გაუშვა ერთადერთი გოლი და გაიტანა - 10.

ამ სეზონში მასიმილიანო ალეგრის გუნდს საფრანგეთში უკვე მოგებული აქვს. ჯგუფურ ეტაპზე „ლიონს“ აჯობა „პარკ ოლიმპიკზე“ 1:0. ტურინში კი, ფრე დაფიქსირდა - 1:1.

„იუვენტუსს“ ფრანგულ გუნდებთან უკვე მიჯრით 6 თამაშია არ წაუგია (4 მოგება, 2 ფრე). ბოლოს ტურინელებმა ბორდოში წააგეს (2009 წელს, 0:2).

საფრანგეთში კი, „იუვე“ შემდეგნაირად თამაშობს: 5 მოგება, 3 ფრე, 5 წაგება. ბოლო ხუთი გასვლითი მატჩიდან კერთადერთხელ წააგო.

„იუვენტუსს“ ფრანგულ გუნდებთან პლეი-ოფში თამაში 11-ჯერ მოუწია და შემდეგ ეტაპზე ყოველთვის გავიდა.

ჩემპიონთა ლიგაზე (თასზე) „ბებერმა ქალბატონმა“ 4-ჯერ დაამარცხა ფრანგული კლუბები ნახევარფინალში. 1998 წელს „მონაკოს“, 1996 წელს, „ნანტს“, 1985 წელს „ბორდოს“ და 1993 წელს, უეფას თასის ნახევარფინალში პსჟ-ს აჯობა.

„ბიანკონერის“ ჩემპიონთა ლიგაზე 22 თამაშია სახლში არ წაუგია (13 მოგება, 9 ფრე). ბოლოს ასეთი რამ, 2013 წლის აპრილში, „ბაიერნთან“ (0:2).

გზაჯვარედინი: ფეხბურთელები და მწვრთნელები

მასიმილიანო ალეგრის დებიუტი ევროთასებზე ფრანგული გუნდის წინააღმდეგ შედგა. 2011 წელს „მილანმა“ „ოსერს“ შინ 2:0 მოუგო. იგივე ანგარიში დაფიქსირდა საფრანგეთში.

მორგან დე სანკტისი 1997-1999 წლებში „იუვენტუსში“ თამაშობდა და ორი წლის განმავლობაში სამი მატჩის ჩატარება მოასწრო.

ანდრეა რაჯიმ კარიერა „კარარეზეში“ დაიწყო, რომელსაც ჯანლუიჯი ბუფონი ქომაგობდა, რომლის მფლობელიც იყო 2012-2015 წლებში.

ანდრეა რაჯი და კამილ გილიკი 2010-2011 წლების სეზონში „ბარიში“ თამაშობდნენ ერთად. ლეონარდო ბონუჩი კი, სწორედ იმ სეზონის წინ გადავიდა „იუვენტუსში“.

გლიკი 2011-2016 წლებში „ტორინოს“ ღირსებას იცავდა, თან კაპიტნის რანგში. ტურინულ დერბში კი, ცხრაჯერ ითამაშა და რვაჯერ წააგო.

ლილიან ტურამს, დავიდ ტრეზეგეს, ტიერი ანრისა და პატრის ევრას თავის დროზე „მონაკოსა“ და „იუვენტუსის“ რიგებში უთამაშიათ.

საფრანგეთში უთამაშიათ:

მირალემ პაინიჩი („მეცი“ 2006-2009, „ლიონი“ 2008-2011)

მარიო ლემინა („ლორიენი“ 2010-2013, „მარსელი“ 2013-2015)

მედჰი ბენატია („ტური“ 2006-2007, „ლორიენი“ 2007-2008, „კლერმონი“ 2008-2010)

სტეფან ლიხშტაინერი („ლილი“ 2005-2008)

ყოფილი თანაგუნდელები კლუბებში:

მორგან დე სანკტისი და მირალემ პიანიჩი („რომა“ 2013-2016)

ანდრეა რაჯი და კლაუდიო მარკიზიო („ემპოლი“ 2007-2008)

რადამელ ფალკაო და გონსალო იგუაინი („რივერ პლეიტი“ 2005-2007)

ბენჟამინ მენდი და მარიო ლემინა („მარსელი“ 2013-2015)

რადამელ ფალკაო და ალექს სანდრო („პორტუ“ 2011)

ჟოაო მოუტინიო და ალექს სანდრო („პორტუ“ 2011-2013)

ფაბინიო და გონსალო იგუაინი („რეალი“ 2012-2013)

თანაგუნდელები ეროვნულ ნაკრებებში:

რადამელ ფალკაო და ხუან კუადრადო (კოლუმბია)

ნაბილ დირარი და მედჰი ბენატია (მაროკო)

დანიელ შუბაშიჩი და მარიო მანჯუკიჩი, პარკო პიაცა (ხორვატია)

დანი ალვეში და ფაბინიო (ბრაზილია)

ფაქტები

„მონაკო“

გუნდს ფაბინიო უბრუნდება, რომელსაც დისკვალიფიკაცია ჰქონდა.

„მონაკოს“ სახლში ზედიზედ 12 მატჩი აქვს მოგებული.

„თავადებმა“ ბოლო 14 თამაში 12 მოიგეს და ორჯერ წააგეს. ორჯერვე პსჟ-სთან - ჯერ საფრანგეთის ლიგის თასის ფინალში 1:4 და ახლახან საფრანგეთის თასის ნახევარფინალში 0:5.

კილიან მბაპემ ბოლო 17 შეხვედრაში 17 გოლი გაიტანა.

როდესაც რადამელ ფალკაოს გოლი გაჰქონდა მიმდინარე სეზონში მონტე კარლოში, „მონაკო“ იმ თამაშს ყოველთვის იგებდა. ასეთი შემთხვევა კი, მიმდინარე სეზონში 13-ჯერ მოხდა.

ლეონარდო ჟარდიმის გუნდს სახლში ფრე არ უთამაშია სექტემბრის შემდეგ.პსჟ-სთან 0:5 წაგებული მატჩი იყო პირველი ბოლო 29 თამაშიდან, რომელშიც „მონაკომ“ მოედანი უგოლოდ დატოვა.

„იუვენტუსი“

სამი ხედირა დისკვალიფიკაციის გამო პირველ მატჩს გამოტოვებს.

„იუვენტუსმა“ ბოლო 21 შეხვედრიდან 17 მოიგო და ერთდერთი წააგო.

„ბებერმა ქალბატონმა“ ბოლო 6 საგარეო მატჩიდან მხოლოდ 2 მოიგო.

მასიმილიანო ალეგრის გუნდს ბოლო ხუთი თამაშია გოლი არ გაუშვია.

მიმდინარე სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე „იუვეს“ რიგებში გოლი 11 სხვადასხვა ფეხბურთელს აქვს გატანილი.

„იუვემ“ იტალიის ჩემპიონატში სახლში ბოლო 33 თამაში მოიგო.

მარკო პიაცა მიმდინარე სეზონში ტრავმის გამო ვერ ითამაშებს.

იტალიის ჩემპიონმა 21 აპრილს როდრიგო ბენტანკური შეიძინა და კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულამდე გაუფორმა.

პაულო დიბალამ კი, 13 აპრილს ასევე 2022 წლამდე გაახანგრძლივა გუნდთან კონტრაქტი.

„მონაკო“ – „იუვენტუსი“

3 მაისი, 22:45 საათი

მონტე კარლო, „ლუი II”

0.11512