ფეხბურთი

22:52 | 28.04.2017 | ნანახია NaN - ჯერ

ქართველთა გოლები ევროპაში: ბერიძემ ლიდერს გაუტანა

სლოვაკეთის ჩემპიონატში "ტრენჩინმა" 2:1 სძლია ლიდერ "ჟილინას" და ამ შეხვედრაში ანგარიში გიორგი ბერიძის გოლით გათანაბრდა VIDEO. "ტრენჩინის" ქართველი გარემარბი მართლაც კარგ ფორმაშია და თითქმის ყველა შეხვედრაში ან გოლი გააქვს, ან საგოლე პასს აკეთებს.

ბერიძე ბელგიური "გენტიდან" გახლავთ "ტრენჩინში" განათხოვრებული. იჯარა სეზონის ბოლომდეა.

გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში გოლი და საგოლე პასი VIDEO მიითვალა აკაკი გოგიამ, რომელიც, გეცოდინებათ, გერმანიის მოქალაქეა. დრეზდენის "დინამოს" შემტევმა "ბოხუმთან" სტუმრად 2:4 წაგებულ შეხვედარში გამოიჩინა თავი. სხვათა შორის, 25-ე წუთისთვის დრეზდენელები 2:0-ს იგებდნენ, მაგრამ შემდეგ ოთხი გოლი გაუშვეს.

ესტონეთში ტალინის "ფლორამ" სტუმრად 2:0 აჯობა "ტულევიკს" და ერთი გოლი ზაქარია ბეგლარიშვილმა გაიტანა. ქართველმა შემტევმა პენალტი ზუსტად შეასრულა.

პოლონეთში ლუკა ზარანდიას "არკამ" შინ 1:1 ითამაშა "პიასტთან". ზარანდია 76-ე წუთზე ჩაერთო თამაშში.


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

07:17 | 05.03.2024
გ.ი.გ.ზ.ი. (41582)

ესე თამაშის დამთავრება აღარ გამიგია

07:18 | 05.03.2024
გ.ი.გ.ზ.ი. (41582)

პირველათ ვნახე რასაც ქვია

20:24 | 03.03.2024
sul2 (1775)

ზუსტად ანალოგიურად დაუმთავრა შეტევაში გუშინ სამტრედიას ტორპედოსთან თამაში შეტევაში, მეკარემ მოიგერია, გამოაგდო მიიღო სამტრედიის ფეხბურთელმა და ჩაწოდებას აპირებდა, როდესაც დაამთავრა. ესეთი განსაკუთრებული არაფერი მომხდარა 2 წუთი იყო გადაცილებული დამატებულ დროს და დაამთავრა.

0.064607