ფეხბურთი

22:37 | 28.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

კასანო: “პოგბაზე, ბალოტელისა და ხამეს როდრიგესზე წარმოდგენა გადაჭარბებულია”

იტალიური “სამპდორიას” ექსფეხბურთელი ანტონიო კასანო, რომელიც უგუნდოდაა დარჩენილი, Gazzetta dello Sport-თან ინტერვიუში მარიო ბალოტელის, პოლ პოგბასა და ხამეს როდრიგესის შესახებ საუბრობს და ამბობს, რომ მათ ძალიან გაუმართლათ, რადგან ისეთი აგენტი ჰყავთ, როგორიც მინო რაიოლაა.

“გადაჭარბებულია თუ არა ამ ფეხბურთელებზე წარმოდგენა? რა თქმა უნდა. პოგბას, ხამესს და ბალოტელის ძალიან გაუმართლათ. განსაკუთრებით პოგბას, რადგან მას ყავს ისეთი აგენტი, როგორიც მინო რაიოლაა, რომელმაც მას წარმოუდგენელი შესაძლებლობები მისცა. ბალოტელი ნიცაში საუკეთესოა და მას წარმატებებს ვუსურვებ”, - თქვა კასანომ.

ამ ფაქტს ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე “ნიცას” 26 წლის თავდამსხმელი – მარიო ბალოტელი ირონიული პოსტით გამოეხმაურა – “აფეთქდა გენიალური”, – დაწერა ბალოტელიმ.

0.11505