ინგლისური “ლივერპულის” ლეგენდა სტივენ ჯერარდი შინ დაბრუნდა. ექსკაპიტანი 18-წლამდელებს გაწვრთნის. ამაზე მსჯელობამ რამდენიმე თვე გასტანა, თუმცა კლუბის ოფიციალურმა საიტმა აღნიშნული ინფორმაცია უკვე დაადასტურა.
“ყველაზე კარგი ისაა, რომ ამ ასაკში კლუბს ძალიან დიდი შესაძლებლობები აქვს. ეს ჩემს კარიერაში მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ჩემი ახალი პოზიცია კლოპის დამსახურებაა. როდესაც მე მას ველაპარაკე, მირჩია, ახალი გამოცდილების მიღების დროაო, ეს კი ძალიან მესიამოვნა”, - განაცხადა ჯერარდმა.
შეგახსენებთ, რომ სტივენ ჯერარდი “ლივერპულის” აღზრდილია და “წითლების” შემადგენლობაში 1998-2015 წლებში თამაშობდა, 710 ჩატარებულ მატჩში კი 186 გოლი გაიტანა და 10 ტიტულიც დააგროვა.