ბარსელონის ტურნირის 1/8-ფინალში რაფაელ ნადალმა კევინ ანდერსონი მარტივად - 6:3, 6:4 დაამარცხა. რაფამ ორივე სეტში თითო ბრეიკი შეასრულა, ხოლო ანდერსონს არც ერთი ბრეიკი-პოინტი არ ჰქონია. ესპანელი მეოთხედფინალში კორეელ ჩანგს შეხვდება. თამაში 28 აპრილს თბილისის დროით 17:30 საათზეა დანიშნული.
ენდი მარიმ 1/8-ფინალში ფელისიანო ლოპესს 6:4, 6:4 აჯობა. ენდი 1/4-ფინალში ალბერტ რამოს-ვინიოლასს შეხვდება. ურთიერთშეხვედრებში ესპანელი ბრიტანელს 1-0 ამარცხებს. მატჩის დასაწყისი 28 აპრილს თბილისის დროით 16 საათზეა ჩანიშნული.
ბარსელონის ტურნირის საპრიზო ფონდი 2.3 მილიონ ევროს შეადგენს.