ფეხბურთი

11:28 | 28.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

ქართველმა 17-წლამდელებმა მოლდოვა პენალტებით დაამარცხეს

საქართველოს 17-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა მინსკში უეფას განვითარების თასზე პირველი მატჩი გამართა. დიდი უპირატესობის მიუხედავად, გიორგი ნემსაძის შეგირდები უგოლოდ დაშორდნენ მეტოქეს, თუმცა რეგლამენტით გათვალისწინებულ პენალტების სერიაში 5:3 იყოჩაღეს და დამატებით ბონუს ქულაც მოიპოვეს.

ტურნირის მომდევნო შეხვედრას საქართველოს ნაკრები დღეს ჩაატარებს მასპინძელ ბელარუსთან, რომელიც პირველ ტურში ლატვიასთან 0:2 დამარცხდა.

მოლდოვასთან მწვრთნელმა ასეთი შემადგენლობა ათამაშა:

ხარშილაძე, კაპანაძე, გელაშვილი, ჯანგიძე (აბზიანიძე), აზაროვი, ჩოთალიშვილი, მექვაბიშვილი (იაკობიძე), ჩარკვიანი (მოისწრაფიშვილი), კვარაცხელია, დავითაშვილი (ჯანგველაძე), გულიაშვილი.

სფფ-ის პრესსამსახური

0.113841