ერთდღიანი შესვენების შემდეგ განახლდა უდროოდ გარდაცვლილი საერთაშორისო დიდოსტატის ვუგარ გაშიმოვის სახელობის დიდი საერთაშორისო საჭადრაკო ტურნირი, რომელსაც აზერბაიჯანის ქალაქი შამქირი მასპინძლობს.
კარგად თამაშობს ასპარეზობის ერთპიროვნული ლიდერი, აზერბაიჯანის ეროვნული ნაკრების ლიდერი შახრიარ მამედიაროვი, რომელმაც ამჯერად შავებით მსოფლიოს ექს-ჩემპიონ ვლადიმერ კრამნიკს(რუსეთი) მოუგო, ექვსი შესაძლებლობიდან 4.5 ქულა დააგროვა და ლიდერობა კიდევ უფრო განიმტკიცა.
მეექვსე ტურის შეხვედრათა ტექნიკური შედეგები:
ვლადიმერ კრამნიკი(რუსეთი)-შახრიარ მამედიაროვი(აზერბაიჯანი) 0:1
ვესელინ ტოპალოვი(ბულგარეთი)-პაველ ელიანოვი(უკრაინა) 1:0
მაიკლ ადამსი(ინგლისი)- პენტალა ჰარიკრიშნ ა(ინდოეთი) 0.5:0.5
უესლი სო(აშშ) - სერგეი კარიაკინი(რუსეთი) 1:0
რადოსლავ ვოიტაშეკი(პოლონეთი)-თეიმურ რაჯაბოვი(აზერბაიჯანი)0.5:0.5
სატურნირო მდგომარეობა ექვსი ტურის შემდეგ:
1.მამედიაროვი 4.5 ქულა
2-4.სო, ადამსი, ტოპალოვი 3.5-3.5
5.ელიანოვი 3.0
6-9.კარიაკინი, კრამნიკი, რაჯაბოვი, ვოიტაშეკი 2.5-2.5
10.ჰარიკრიშნა 2.0
მეშვიდე ტურის შეხვედრათა განრიგი:
კარიაკინი-კრამნიკი
ელიანოვი - სო
რაჯაბოვი-ტოპალოვი
ჰარიკრიშნა-ვოიტაშეკი
მამედიაროვი-ადამ სი