ფეხბურთი

20:20 | 27.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

“მალაგას” პრეზიდენტი: “კატალონიელი ნაძირალა ჩემპიონი ვერ გახდება”

ესპანეთში დღევანდელი დღის მთავარი თემა “მალაგას” პრეზიდენტი აბდულა ალ-ტანი და კატალონიური “ბარსელონაა”. ანდალუსიური კლუბის მფლობელის განცხადებით, “ბარსა” ლა ლიგას ვერ მოიგებს. აღნიშნულმა განცხადებამ, მის ფორმას თავი რომ დავანებოთ, გამოხმაურება განსაკუთრებით იმიტომაც ჰპოვა, რომ ბოლო ტურში “მალაგა” მადრიდის “რეალს” ეთამაშება. “სამეფო კლუბი” კი, “ბარსელონას” ჩემპიონობასთან პირდაპირაა დაკავშირებული.

“ღმერთის წყალობით, მოედანზე მაინც გავიმარჯვებთ, მაგრამ კატალონიელილი ნაძირალა ესპანეთის ჩემპიონი მაინც ვერ გახდება”, - თქვა ალ-ტანიმ.

აბდულა ალ-ტანის გაბრაზება ლუის ენრიკეს სიტყვებმა გამოიწვია, რომელმაც “მალაგა” და მისი მთავარი მწვრთნელი მიჩელი ირონიულად მოიხსენია.

სხვათა შორის, მიჩელი “რეალის” ყოფილი ფეხბურთელია და მანაც საინტერესო განცხადება გააკეთა:

“მირჩევნია, ყველაფერი ბოლო ტურამდე გადაწყდეს. მირჩევნია, რომ ჩემმა ყოფილმა გუნდმა ჩემპიონის ტიტული მოიგოს და პრობლემები არ შეექმნას. თუმცა, ჩვენ პროფესიონალები ვართ”, - თქვა “მალაგას” თავკაცმა.

ამჟამად, “ბარსელონასა” და “რეალს” თანაბარი ქულები აქვთ, ხოლო ჩემპიონატის დასრულებამდე 4 ტურია დარჩენილი. თავის მხრივ, მადრიდელებს ერთი გამოტოვებული მატჩიც აქვთ ჩასატარებელი. რაც შეეხება “მალაგასა” და “რეალის” თამაშს, ეს შეხვედრა ლა ლიგის ბოლო, 38-ე ტურში გაიმართება.

0.111233