ფეხბურთი

12:43 | 27.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

მჭედლიძე მოედანს მალე დაუბრუნდება

იტალიური “ემპოლისთვის” კარგი ამბავია. საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი ლევან მჭედლიძე თავს უკეთ გრძნობს, თუმცა ჯერჯერობით უცნობია იქნება თუ არა ფეხბურთელი კვირას “სასუოლოსთან” მატჩში.

როგორც მედიკოსები ამბობენ, 27 წლის ფეხბურთელის დაზიანება რთული არ აღმოჩნდა, მაგრამ იმისათვის, რომ მოსალოდნელი საფრთხე თავიდან აიცილონ, შემოწმებები ინტენსიურად უტარდება.

შეგახსენებთ, რომ ლევან მჭედლიძემ მუხლის დაზიანება “მილანთან” დაპირისპირების დროს მიიღო, რომლის წინააღმდეგ ქართველმა გოლით გამოიჩინა თავი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11451