ფეხბურთი

12:05 | 27.04.2017 | ნანახია 1437 - ჯერ

ჰოლანდიის ნაკრებს ადვოკაატი ჩაიბარებს, ასისტენტი გულიტი იქნება

69 წლის სპეციალისტი დიკ ადვოკაატი ჰოლანდიის ეროვნულ ნაკრებს ჩაიბარებს და მისი ასისტენტი რუუდ გულიტი იქნება. როგორც ჰოლანდიური მედია იტყობინება, ჯერჯერობით მხარეებს კონტრაქტზე ხელი არ მოუწერიათ, მაგრამ ყველაფერი შეთანხმებული აქვთ და უახლოეს მომავალში ოფიციალურად გაფორმდება.

ადვოკაატს ჰოლანდიის ნაკრებში აქამდეც უმუშავია - 1984-1987, 1990-1992 და 2016 წლებში მთავარი მწვრთნელის ასისტენტად, ხოლო 1992-1994 და 2002-2004 წლებში მთავარ მწვრთნელად. გარდა ამისა, 37-წლიან სამწვრთნელო კარიერაში მისი გაწვრთნილი გუნდების და ნაკრებები სია ასე გამოიყურება: “ჰარლემი”, პსვ, “რეინჯერსი”, “გლადბახი”, “ალკმაარი”, “სანდერლენდი”, “ზენიტი”, “ფენერბეხჩე”, არაბეთის გაერთიანებული საამიროების ნაკრები, სამხრეთ კორეა, ბელგია, რუსეთი, სერბეთი.


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

12:37 | 27.04.2017
laciosErtguli (3640)

რა ადვოკაატი?! ან ვან გაალი და ან უფრო დე ბური.

12:35 | 27.04.2017
KoRBeN DaLLaS (24842)

აჰა, ესეიგი ადვოკატი, რომელიც 69 წლისაა, ჰოლანდიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ხდება (აქ საკვანძო სიტყვაა სამოცდაცხრა).
ხოლო დამხმარე იქნება გულიტი, ე.წ. "სექსუალური ფეხბურთის" მქადაგებელი ( აქ სიტყვა "სექსუალურს" მიაქციეთ ყურადღება).
არაა, რაღაც საშინელებას აპირებენ გალანძიელები DDDDDDDDD

12:43 | 27.04.2017
sabonis (9584)

ისეთ დღეში არიან რაღაც სექსუალური აფეთქების მსგავსი თუ უშველით აწი მაგათ.DDDDDD

12:45 | 27.04.2017
KoRBeN DaLLaS (24842)

ვაი მაგათ პატრონს, ვისთან ირცხვენენ თავს DDDDD
მაგრამ არ წამოუვიდათ თაობა და რა ქნან ? მაინც პატარა ქვეყანაა.

21:04 | 27.04.2017
stoikovich (5984)

100%-იანი ხარ, არ არის ჰოლანდია იგივე გერმანია, რომ მუდმივად ფავორიტი იყოს.

14:15 | 27.04.2017
sabonis (9584)

ხო გასაგებია ჩავარდნები აქვთ ხოლმე. ტუმცა აიაქსში მოდის საინტერესო ახალგაზრდები.

14:22 | 27.04.2017
ssll (1520)

კი აიაქსში კაი თაობა შეიკრიბა ისევ..თუ არ დაზადნეს 5-6 წელში ისევ იქნებიან ფავორიტები მსოფლიო-ევროპების

0.140106