გამთენიისას ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის პლეი-ოფის ორი შეხვედრა გაიმართა.
“ვაშინგტონმა” შინ “ატლანტა” 103:99 დაამარცხა და სერიში 3:2 დაწინაურდა. დედაქალაქელები მეორე პერიოდის ბოლოს გავიდნენ წინ და მას შემდეგ ჯორჯიელები მდევრის როლში გახლდნენ. მატჩში ყველაზე მეტი 29 ქულა შროდერმა ჩააგდო. “ვაშინგტონში” ბილი 27 ქულით გამოირჩა. ჯონ უოლმა ორმაგი დუბლი შეასრულა - 20 ქულა, 14 პასი და 6 მოხსნა. სერიის მომდევნო შეხვედრა ჯორჯიაში 29 აპრილს, თბილისის დროით 03:00 სააათზე გაიმართება.
“ბოსტონმა” საკუთარ დარბაზში “ჩიკაგო” 108:97 დაამარცხა. მატჩში გადამწყვეტი ბოლო პერიოდი აღმოჩნდა, რომელიც ბოსტონელებმა 29:16 მოიგეს. “ბოსტონში” 24-24 ქულით ტომასი და ბრედლი გამოირჩნენ. “ჩიკაგოში” 26 ქულით, 11 მოხსნით და 8 პასით უეიდი საუკეთესო იყო. სერიას თავიდან “ჩიკაგო” 2:0-ს იგებდა , მაგრამ “ბოსტონმა ზედიზედ სამი შეხვედრა მოიგო და 3:2 დაწინაურდა, სერიის მომდევნო შეხვედრა “ჩიკაგოში” 29 აპრილს, 04:00 საათზე გაიმართება.
“ვაშინგტონი” – “ატლანტა” 103:99 (23:25, 27:24, 33:30, 20:20) VIDEO
“ბოსტონი” – “ჩიკაგო” 108:97 (23:20, 29:30, 27:31, 29:16) VIDEO
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
კორბენ ვაი-კულე
2005-ში შემოუტრიალებია დალასს ჰიუსტონთან. სახლში პირველი ორი წააგო და 4-3 მოიგო
მოგიძებნე
დიდი მადლობა. მართლაც იშვიათ მოვლენასთან გვაქვს საქმე.
მარტო ვეიდი ვერ მოიგებს თამაშს. სახლში მოუგებს ჩიკაგო ასე მგონია და ყველაფერი გეიმ სევენში გადაწყდება სადაც რონდო ძირითად ხუთეულში იქნება ვნახოთ აბა ვეიდს უნდა მოვაგებინო
ბოსტონმა რა სერია დაქაჩა ?!?!?!
აბა, ამ დროს რა მაგრა ვბალელშიკობ ჩიკაგოს..მეშვიდე თამაშამდე მაინც მივიდოდეს საქმე
მეც ბულზის გასვლა მინდა. ლებრონას უნდა ვაცემინო წკეპლით, რეგულარულში სირცხვილის ჭმევისათვის DDDD
დდდდ ვერ ეღირსები მაგას..სად აქ ჩიკაგოს მაგის გასაწკეპლი ტრ.კი..დდდდდ
ეეჰ, ერთ დროს ჩიკაგოს მართლაც დიიიდი ტრ...ი ჰქონდა, 23 ნომრიანი DDDDDDDD
დდდდდდდ..მერე იმ დროს იყო კაი გასაწკეპლი, მარა მაშინ წკეპლის დეფიციტი დაემთხავ ალბათ..დდ
როც გავიდეს ჩიკაგო მერე ვიზარდს შეხვდება სავარაუდოდ დავიჯერო იმასაც გასცდება?
რაც შეეხება ლებრონას ჯერ ტორონტო ვაცემინოთ კაი აკატრებული (დამწიფებული) ჯინჭრით
ტორონტოს კი უნდა ანეკოს გემოზე
ბრავო სელტიქსს. ნეტა ბოლოს როდის იყო, რომ სახლში 0:2 ჩამორჩენის შემდეგ, გუნდი შემდეგ ეტაპზე გავიდა ?
ნუ, ჯერ არ გასულა მაგრამ ჩიკაგოს ასეთი გამოლენჩების მერე, უეჭველი ეგრე მოჩანს.