ფეხბურთი

10:47 | 27.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

ზიდანი: “ისკო ფენომენია”

მადრიდის “რეალის” მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა “დეპორტივოსთან” მოგებული მატჩი (6:2) შეაფასა და რამდენიმე ფეხბურთელი გამოყო. ფრანგის თქმით, ისკო კარგ ფორმაშია და ეს ახარებს.

“მოხარული ვარ ბიჭების ასპარეზობით. მათ ძალიან კარგად ითამაშეს. ასევე კმაყოფილი ვარ ისკოსა და ხამესის თამაშით, რომლებმაც ასე კარგად გამოიჩინეს თავი. ძნელია, როდესაც ფეხბურთელს ეუბნები, რომ მომდევნო თამაშს ვერ ითამაშებს, თუმცა მე ყველა მოთამაშე მჭირდება. ისკომ ფენომენალურად ითამაშა, მან იცის თუ როგორ გაახაროს გულშემატკივარი”, - თქვა ზიდანმა.

შეგახსენებთ, რომ “სამეფო კლუბი” ესპანეთის ჩემპიონატს 78 ქულით“ბარსელონასთან” ერთად ლიდერობს, თუმცა კატალონიელთაგან განსხვავებით მათ ერთი თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112031