სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ფეხბურთი

23:20 | 26.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

დიეგო სიმეონეს დისკვალიფიკაცია ემუქრება

მადრიდის “ატლეტიკოს” მთავარ მწვრთნელ დიეგო სიმეონეს სეზონის ბოლომდე დისკვალიფიკაცია ემუქრება. As-ის ინფორმაციით, არგენტინელ მწვრთნელს “ვილიარეალთან” შეხვედრის მიწურულს მეოთხე მსაჯის სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფაში ედავებიან.

კერძოდ, სიმეონე უკმაყოფილო დარჩენილა ხსენებულ მატჩში არბიტრის მიერ დამატებული წუთების გამო და დამხმარე მსაჯს ზურგში ხელით შეეხო. გარდა ამისა, სიტყვიერადაც არ დაუკლია რამე.

თუ სადისციპლინო კომიტეტმა სიმეონე ოთხი მატჩით დასაჯა, ეს იმას ნიშნავს, რომ მიმდინარე სეზონში “ატლეტიკო” ლა ლიგის შეხვედრებს მთავარი მწვრთნელის გარეშე ჩაატარებს.

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.116253