საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის მერვედფინალური ეტაპის კიდევ ერთი მატჩი დასრულდა. გორში, "თენგიზ ბურჯანაძეზე" ლიგა3-ის წარმომადგენლები ხვდებოდნენ ერთმანეთს: "ფკ გორი" "ნორჩ დინამოს" მასპინძლობდა. ძირითადი დრო 0:0 დასრულდა, პენალტების სერიაში კი "ნორჩი დინამო" უკეთესი იყო - 4:3 მოიგო. აღსანიშნავია, რომ "ნორჩი დინამო" 26-ე წუთიდან 10 კაცით თამაშობდა, რადგან ზურაბ ძამსაშვილი გააძევეს.
საინტერესოა, რომ მეოთხედფინალში ლიგა3-ის სამმა გუნდმა გააღწია. აი, ეს არის სათასო სპეციფიკა.
დღესვე, 20:00 საათზე ქუთაისში დაიწყება ბოლო მერვედფინალი. თასის მფლობელი "ტორპედო" ჩემპიონ "სამტრედიას" დაუხვდება.
გუშინდელი მატჩები
დილა (გორი) - კოლხეთი (ფოთი) 1:0, გაგრა - ჩიხურა (საჩხერე) 0:2, იმერეთი (ხონი) - სიონი (ბოლნისი) 1:0, რუსთავი - ზუგდიდი 3:2
დღევანდელი მატჩები
სამგურალი (წყალტუბო) - დინამო (თბილისი) 0:2, შევარდენი 1906 (თბილისი) - გურია (ლანჩხუთი) 2:0, ფკ გორი - ნორჩი დინამო (თბილისი) 0:0 (პენალტებში 3:4)
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
''საქართველოს ეროვნული ნაკრებში გრიგალავა
ამ-სტატიიდანაც-ეტყობა-არათუ-არაოპერატიულები-ხართ-ძალიან-მიკერძოებულები-ხართ-მსოფლიოს-სპორტის-ჟურნალისტები-საინტერესოა-გორს-რომ-მოეგო-დაწრდით-ასე-წამებში-სტატიას-რაღაც-არამგონია-შეიძლება-საერთოდ-ვერც-გამეგო-ფლეშსკორე-რომ-არ-არსებობდეს-ალბათ-საკუთარი-ნათესავები-თამაშობენ-მანდ-ან-ძმაკაცის-შვილები-ასე-რომ-გაგეხარდათ-ეს-ყველაფერი-კი-კარგია-ოპერატიულად-რომ-გამოაქვეყნედ-მაგრამ-კარგი-იქნებოდა-სხვა-გუნდებსაც-რომ-ასე-წყალობდეთ-თქვენი-ჟურნალისტიკა-ოპერატიულობით