საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის მერვედფინალური ეტაპის კიდევ ორი მატჩი დასრულდა. თბილისის "დინამომ" სტუმრად 2:0 სძლია წყალტუბოს "სამგურალს". ამავე ანგარიშით, მესამელიგელმა "შევარდენი1906"-მა დუშეთის სტადიონზე აჯობა ლანჩხუთის "გურიას".
კიდევ ერთი მატჩი მიმდინარეობს: "ფკ გორი" მასპინძლობს "ნორჩ დინამოს" და შეხვედრა ჯერ არ დასრულებულა. ანგარიში 0:0-ია. "ნორჩი დინამო" 10 ფეხბურთელითაა, გამოცდილი ზურაბ ძამსაშვილი 26-ე წუთზე გააძევეს.
ორი მესამელიგელი უკვე გასულია მეოთხედფინალში ("ხონის "იმერეთი" და "შევარდენი1906"), მესამეც გავა - ან "გორი", ან "ნორჩი დინამო".
ყველაზე საინტერესო მატჩი კი 20:00 საათზე დაიწყება ქუთაისში. თასის მფლობელი "ტორპედო" ჩემპიონ "სამტრედიას" უმასპინძლებს.
სამგურალი - დინამო თბილისი 0:2
გოლები: 0:1 მიქელთაძე (30), 0:2 არაბული (52)
შევარდენი-1906 - გურია 2:0
გოლები: 1:0 მაღალდაძე (20), 2:0 მუმლაძე (90)
გუშინდელი მატჩები
დილა (გორი) - კოლხეთი (ფოთი) 1:0, გაგრა - ჩიხურა (საჩხერე) 0:2, იმერეთი (ხონი) - სიონი (ბოლნისი) 1:0, რუსთავი - ზუგდიდი 3:2