“ნიუ იორკ ნიქსის” ფორვარდი კრისტაპს პორზინგისი ლატვიის ნაკრებთან ერთად 2017 წლის ევრობასკეტზე იასპარეზებს, აღნიშნულ ინფორმაციას Sportando ავრცელებს.
განვლილ სეზონში პარზინგისი საშუალოდ 18.1 ქულას, 7.2 მოხსნას, 2 ბლოკ-შოტს და 1.5 პასს აკეთებდა.
ევრობასკეტი 2017 წლის 31 აგვისტოს დაიწყება, ლატვია ჯგუფში თურქეთთან, სერბეთთან, რუსეთთან, ბელგიასთან და დიდ ბრიტანეთთან ერთად იასპარეზებს.