კალათბურთი

13:43 | 26.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

საკალათბურთო ა-ლიგაში სეზონი დასრულდა

საქართველოს საკალათბურთო ა- ლიგის სეზონი დასრულდა და გაირკვა იმ ერთადერთი გუნდის ვინაობა, რომელიც 2017-2018 წლების სეზონს სუპერლიგაში გაატარებს.

სუპერლიგის ახალი წევრი ასპარეზობის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე გახდა ცნობილი. ეს არის მარნეულის ,,დელტა’’, რომელმაც 30 შესაძლებლობიდან 27 ქულა დააგროვა და მეორე ადგილზე გასულ თსუ ,,ჰიუნდაის’’ ერთი ქულით გაუსწრო.

მომავალი სეზონიდან ,,დელტას’’ ა-ლიგაში ის გუნდი ჩაანაცვლებს, რომელიც სუპერლიგის პლეი აუტის დასრულების შემდეგ ბოლო ადგილს დაიკავ ებს. სუპერლიგის დატოვების კანდიტატები არიან ,,სოხუმი’’, ,,მგზავრები’’, ,,ბათუმი’’ და ,,ოლიმპი’’. ერთ-ერთ მათგანთან ერთად, 2017-2018 წლების სეზონში, ა-ლიგაში უკონკურსოდ ითამაშებენ თსუ,,ჰიუნდაი’’, ,,არენა 76’’ და ,,ტიტები’’. ეს ის გუნდები არიან, რომლებმაც 2016-2017 წლების სეზონი ა-ლიგის პირველ ოთხეულში დაასრულეს.

რაც შეეხება შესაბამისად მეხუთე-მეექვსე ადგილებზე გასულ ,,წყალტუბოსა’’ და სეუ-ს, თუ მომავალ სეზონში ა-ლიგაში მონაწილეების მსურველ გუნდთა რაოდენობამ ექვს გადააჭარბა, მაშინ ,,წყალტუბოსა’’ და სეუს შესარჩევ ტურნირში მოუწევთ მონაწილეობის მიღება, რათა ა-ლიგაში თამაშის უფლება მოიპოვონ.

ა-ლიგის ბოლო ტურის დარჩენილმა შეხვედრებმა ფორმალური სახე მიიღო, რადგან მათი შედეგები სატურნირო მდგომარეობაზე გავლენას ვეღარ მოახდენდა.

,,ტიტებმა’’ 97:91 მოუგო ,,არენა 76’’, ხოლო ,,დელტამ’’, მარნეულში, ხუთი კალათბურთელით მოთამაშე სეუ დიდი ანგარიშით 135:83 დაამარცხა. ამ შეხვედრის დასრულების შემდეგ მარნეულში,,,დელტას’’ წევრებს სპეციალური პრიზები გადასცეს საქართველოს კალათბურთის ფედერაციის გამგეობის წევრმა გივი ბიჭიაშვილმა, ვიცე-პრეზიდენტმა ვლადიმერ ბოისამ და საშეჯიბრო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ზვიად კორკოტაძემ.

საბოლოო სატურნირო მდგომარეობა:

0.161509