საფრანგეთის თასის ნახევარფინალში “ანჟერმა” “გენგამი” 2:0 დაამარცხა და 60 წლის შემდეგ პირველად ფინალში გავიდა.
“ანჟერმა” აქამდე თასის ფინალში 1957 წელს ითამაშა, რაც კლუბის ყველაზე დიდ მიღწევად ითვლება. მაშინ ანჟერელები “ტულუზასთან” 3:6 დამარცხდნენ. რაც შეეხება საფრანგეთის ჩემპიონატში “ანჟერის” საუკეთესო შედეგს, ეს 1966/67 წლების სეზონში დაკავებული მესამე ადგილია.
საფრანგეთის თასის წლევანდელ ფინალში “ანჟერის” მეტოქე პსჟ-“მონაკოს” დაპირისპირებაში გამარჯვებული იქნება.