ფეხბურთი

3:20 | 26.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

ლა ლიგა: “ატლეტიკოს” მოულოდნელი მარცხი

ლა ლიგის 34-ე ტურის პირველი სათამაშო დღის გამორჩეული შეხვედრა “ვისენტე კალდერონზე” გაიმართა, სადაც ადგილობრივი “ატლეტიკო” “ვილიარეალს” დაუხვდა და მოულოდნელი მარცხი განიცადა.

მასპინძლები მთელი მატჩის განმალობაში დიდ უპირატესობას ფლობდნენ. ისინი ბევრს უტევდნენ და არაერთი სახიფათო მომენტი შექმნეს, თუმცა შესანიშნავად მოთამაშე ანდრეს ფერნანდესს (სტუმართა კიპერმა 9 სეივი განახორციელა) ვერაფერი მოუხერხეს და საჭირო 3 ქულა დაკარგეს.

“როხიბლანკოს” პირველ ნახევარში ოთხი რეალური საგოლე მომენტი შეექმნა, მაგრამ ფერნანდესმა ანხელ კორეას, ანტუან გრიზმანს, ნიკოლას გაიტანს და საულ ნიგუეზს აჯობა. გაიტანს მეორე ნახევარშიც შეეძლო გატანა, ის მეკარესთან პირისპირ დარჩა, თუმცა ფერნანდესმა ამჯერადაც ივარგა. “ვილიარეალის” შეტევები კი სახიფათო სედრიკ ბაკამბუს შესვლის შემდგომ გახდა და სწორედ მას მიუძღვის დიდი წვლილი ერთადერთ გატანილ გოლში: მან 82-ე წუთზე ფელიპე ლუისს აართვა ბურთი, “როხიბლანკოს” დაცვის მარცხენა ფლანგი გაარღვია და გადაცემა კარის გასვრივ გააკეთა, სადაც ყველას ასევე შეცვლაზე შემოსულმა რობერტო სორიანომ აჯობა და ახლო მანძილიდან გამარჯვების მომტანი გოლი შეაგდო – 0:1.

“ატლეტიკომ” ყველა ტურნირზე 12-მატჩიანი, ხოლო ლა ლიგაში 9-მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყვიტა. იმ შემთხვევაში, თუ ხვალ “სევილია” მოიგებს, “როხიბლანკოს” ქულებით გაუთანაბრდება.

“გრანადას” ვერც ტონი ადამსმა უშველა. ისინი შინ თანარეგიონელ “მალაგას” დაუპირისპირდნენ და სანდრო რამირესის დუბლით დამარცხდნენ. ჩემპიონატის დასრულებამდე 4 ტურით ადრე “გრანადა” მე-17 ადგილოსან “ლეგანესს” (რომელსაც დღეს სათამაშო აქვს) 7 ქულით ჩამორჩება და ლა ლიგა 2-ში დაქვეითებისგან სასწაული თუ იხსნის.

“გრანადასგან” განსხვავებით, დარჩენის შანსი აქვს “ხიხონს”, თუმცა რეალურად ასტურიელთა მდგომარეობაც საკმაოდ მძიმეა. რუბის კრებული საკუთარ კედლებში “ესპანიოლს” დაუხვდა და ვიქტორ როდრიგესის გოლით ტაიმი მოუგო კიდეც, თუმცა მეორე ნახევარში ხერარდ მორენომ გაათანაბრა და ასტურიელებმა უძვირფასესი 2 ქულა დაკარგეს. ისინი ამ მომენტისთვის “ლეგანესს” 3 ქულით ჩამორჩებიან.

ატლეტიკო – ვილიარეალი 0:1 (0:0)

მადრიდი, “ვისენტე კალდერონი”

ატლეტიკო (4-4-2): ობლაკი, გოდინი, სავიჩი, ხიმენესი, ლუისი, საული, გაბი, გაიტანი (კარასკო 56, ფ.ტორესი 72), კოკე, ა.კორეა (გამეირო 56), გრიზმანი.
მწვრთნელი: დიეგო სიმეონე

ვილიარეალი (4-4-2): ა.ფერნანდესი, მუსაჩიო, ალვარო, კოსტა, რუკავინა, ტრიგეროსი (რ.ერნანდესი 85), ბ.სორიანო, კასტილიეხო, ჯ.დოს სანტოსი, სანსონე (ბაკამბუ 76), ადრიანი (რ.სორიანო 64).
მწვრთნელი: ფრან ესკრიბა

გოლი: რ.სორიანო (82)
გაფრთხილებები: გაბი, გოდინი – ტრიგეროსი, რუკავინა, სოლდადო (სკამიდან), მუსაჩიო, კოსტა, ბაკამბუ
მსაჯი: იგლესიას ვილანუევა

ხიხონი – ესპანიოლი 1:1 (1:0)

ხიხონი, “ელ მოლინონი”

ხიხონი (4-1-4-1): კუელარი, მერე, ბაბინი, დუგლასი, კანელია (ი.ლოპესი 78), ვესგა, კასესი (კ.კასტრო 68), ს.ალვარესი, ვ.როდრიგესი (კარმონა 72), ბურგუი, ჩოპი.
მწვრთნელი: რუბი

ესპანიოლი (4-4-2): დიეგო ლოპესი, დავიდ ლოპესი, დ.რეიესი, კარისოლი, მ.ნავარო, ფუეგო, ვ.სანჩესი, ხურადო, პიატი (მელენდო 76), ხ.მორენო, კაისედო (ბაპტიშტაო 46).
მწვრთნელი: კიკე სანჩეს ფლორესი

გოლები: 1:0 ვ.როდრიგესი (39), 1:1 ხ.მორენო (55)
გაფრთხილებები: ვ.როდრიგესი – ფუეგო, ვ.სანჩესი
მსაჯი: მელერო ლოპესი

გრანადა – მალაგა 0:2 (0:0)

გრანადა, “ლოს კარმენესი”

გრანადა (4-2-3-1): ოჩოა, ჰონგლა, ინგასონი, ფოლქიერი, ლიტრი (გ.სილვა 46), აგბო, კრინი, კუენკა (პონსე 76), ვაკასო (მალე 54), კარსელა-გონსალესი, ა.რამოსი.
მწვრთნელი: ტონი ადამსი

მალაგა (4-2-3-1): კამენი, ლ.ერნანდესი, დ.ლორენტე, რიკა, მუნიოსი, რესიო (ონტივეროსი 87), კამაჩო, ფორნალსი, კეკო (დუდა 68), ხ.კარლოსი (დემიჩელისი 74), ს.რამირესი.
მწვრთნელი: მიჩელი

გოლები: ს.რამირესი (47; 92)
გაფრთხილებები: ინგასონი, კარსელა-გონსალესი, ა.რამოსი, ვაკასო, ჰონგლა
მსაჯი: კლოს გომესი

თეგებილა ლიგა
0.159211