ფეხბურთი

12:45 | 26.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: "ამსტერდამ არენა" იოჰან კრუიფის სახელობისაა

ამსტერდამის ლეგენდარულ სტადიონ „ამსტერდამ არენას“, რომელიც ამავე ქალაქის საფეხბურთო კლუბის, „აიაქსის“ საშინაო სტადიონია, სახელი შეეცვალა. როგორც ჰოლანდიური კლუბის ვებგვერდი ოფიციალურად იტყობინება, ამიერიდან სტადიონი ლეგენდარული ჰოლანდიელი ფეხბურთელის იოჰან კრუიფის სახელობის იქნება - „იოჰან კრუიფ არენა“.

იოჰან კრუიფი „აიაქსის“, ჰოლანდიისა და ზოგადად მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდად მიიჩნევა და იგი ერთი წლის წინ, 69 წლის ასაკში გარდაიცვალა.

რაც შეეხება „ამსტერდამ არენას“, იგი 1996 წლის ზაფხულში „აიაქსისა“ და „მილანის“ ამხანაგური შეხვედრით გაიხსნა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.10966