მსოფლიოს ნომერ მეოთხე ჩოგბურთელი დომინიკა ციბულკოვა შტუტგარტის ტურნირზე მაჯის ტრავმის გამო ვეღარ ითამაშებს, აღნიშნულ ინფორმაციას ტურნირის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.
ციბულკოვას მაგივრად, ტურნირზე კვალიფიკაციის იღბლიანი დამარცხებული ჯენიფერ ბროდი ჩაერთო.