ჭადრაკი

20:44 | 25.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

ჯობავა ლიდერთა შორისაა

ისლანდიის დედაქალაქ რეიკიავიკში მიმდინარე საჭადრაკო ტურნირზე, სადაც სხვებთან ერთად ქართველი მოჭადრაკეები ბაადურ ჯობავა და სოფო გურამიშვილი ასპარეზობენ, მეშვიდე ტურის პარტიები გათამაშდა.

ჯობავამ (2712) კონსტანტინ ლანდას ( 2611, რუსეთი) მოუგო და იმ ხუთ მოჭადრაკეს შორისაა, რომლებიც 6-6 ქულით სატურნირო ცხრილის სათავეში იმყოფებიან. რაც შეეხება გურამიშვილს( 2363) , იგი დამიან ლემოს ( 2472, არგენტინა) დაუზავდა. სოფოს 5 ქულა აქვს და 58-ე ადგილზეა.

მერვე ტურში ჯობავა ნილს გრანდელიუსს ( 2641, შვედეთი), ხოლო გურამიშვილი ბურაკ ფირატს ( 2503, თურქეთი) ეთამაშება.

0.120065