რუსი ჩოგბურთელი მარია შარაპოვა იძულებითი პაუზის შემდეგ კორტს უბრუნდება. მარია 26 აპრილს "შტუტგარტის" ტურნირის პირველ წრეში იტალიელ რობერტა ვინჩის დაუპირისპირდება, მატჩი თბილისის დროით 12:00 საათზეა ჩანიშნული.
შარაპოვამ ბოლოს 2016 წლის 26 იანვარს ავსტრალიის ღია პირველობაზე ითამაშა, შემდეგ რუსს აკრძალული პრეპარატის მიღება დაუმტკიცეს და დისკვალიფიკაციით დასაჯეს.
მარიას არც ერთი სარეიტინგო ქულა არ აქვს, მაგრამ "შტუტგარტის" ტურნირის ორგანიზატორებმა მას "ველური ბარათი" მისცეს.