ჭადრაკი

20:04 | 25.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

ფანცულაიამ ბლიციც მოიგო

საქართველოს ვაჟ მოჭადრაკეთა გრან პრის მეორე ეტაპზე, რაპიდში ტურნირის დასრულების შემდეგ, ვერის ბაღში მდებარე ჭადრაკის სასახლემ ბლიცის ტურნირს უმასპინძლა, რომელშიც 76 სპორტსმენი მონაწილეობდა.

ამჯერადაც შესანიშნავად ითამაშა რაპიდში გამარჯვებულმა, საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრმა ლევან ფანცულაიამ, რომელმაც ცხრა შესაძლებლობიდან 8.5 ქულა დააგროვა და პირველ ადგილთან ერთად მთავარი პრიზის მფლობელი გახდა. 7.5-7.5 ქულით მეორე-მესამე ადგილები გიგა ყუფარაძემ და ლუკა პაიჭაძემ გაინაწილეს.

ტურნირის საპრიზო ფონდი 500 ლარს შეადგენდა, რომელიც პირველ სამეულზე გადანაწილდა.

1.ლევან ფანცულაია 8.5

2.გიგა ყუფარაძე 7.5

3.ლუკა პაიჭაძე 7.5

0.111304