საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი ბარსელონას ტურნირში ძირითადი ბადიდან ჩაება და პირველი გამარჯვება მოიპოვა. მსოფლიო რეიტინგში 61-ე პოზიციაზე მყოფმა ქართველმა ჩოგბურთელმა იაპონელი ტარო დანიელი (114-ე) ორ სეტში დამაჯერებლად 6:3, 6:1 დაამარცხა.
ბასილაშვილის მომდევნო მეტოქე რეიტინგის მე-10 ნომერი, ბელგიელი დავიდ გოფინი იქნება. შეხვედრა 26 აპრილს, თბილისის დროით 14:00 საათზეა ჩანიშნული.
ბარსელონას ტურნირის საპრიზო ფონდი 2,2 მილიონ ევროს შეადგენს.