ფეხბურთი

10:47 | 25.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

25-26 აპრილს საქართველოს თასის მერვედფინალური მატჩები გაიმართება

25-26 აპრილს, საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის მერვერდფინალური ეტაპის მატჩები გაიმართება.

მერვედფინალის ცენტრალურ დაპირისპირებას ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონი უმასპინძლებს. ადგილობრივი „ტორპედო“ „სამტრედიას“ მიიღებს. იმერული კლუბების დაპირისპირება ყოველთვის გამორჩეული და სანახაობრივია. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე სეზონში კლუბები უკვე მესამედ დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. ჩატარებული ორი შეხვედრიდან ერთი სამტრედიელებმა მოიგეს, ერთი კი - ქუთაისელებმა.

საინტერესო უნდა გამოდგეს ლიგა 3-ის წარმომადგენელთა დაპირისპირებაც. „გორი“ საკუთარ „თენგიზ ბურჯანაძეზე“ თბილისის „ნორჩ დინამოს“ უმასპინძლებს. გუნდები ლიგაშიც კარგად ასპარეზობენ: ხუთი ტურის შემდეგ დინამოელებს 8 ქულა აქვთ და მეოთხეზე არიან, გორელები კი - 6 ქულით მეხუთეზე. მერვედფინალში ლიგა 3-ის კიდევ ორი კლუბი იასპარეზებს. ხონის „იმერეთი“ საკუთარ მოედანზე „ბოლნისის „სიონს“ დაუხვდება, თბილისის „შევარდენი 1906“ კი ლანჩხუთის „გურიას“ დაუპირისპირდება.

საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის მერვედფინალური ეტაპის დანარჩენი წყვილები ასე გამოიყურება: რუსთავი - ზუგდიდი, სამგურალი - დინამო თბ, დილა - კოლხეთი 1913, გაგრა - ჩიხურა.

შეგახსენებთ, რომ მეოთხედფინალში გამსვლელი გუნდები ერთმატჩიან დაპირისპირებაში გამოვლინდებიან.

იმერეთი - სიონი

25 აპრილი, ხონი, ცენტრალური სტადიონი, 16:00

მსაჯები: შ. ქუხილავა, ზ. ფიფია, კ. სადილიანი, გ. კიკაჩეიშვილი


რუსთავი - ზუგდიდი

25 აპრილი, რუსთავი, "ფოლადი", 16:00

მსაჯები: პ. მაჭარაძე, გ. ელიკაშვილი, ბ. ჭიჭინაძე, თ. დადაჰავა


გაგრა - ჩიხურა

25 აპრილი, მცხეთა, "მცხეთა პარკი", 16:00

მსაჯები: ლ. სილაგავა, ა. აფციაური, ა. ჟივიძე, ჯ. ხორავა


დილა - კოლხეთი 1913

25 პარილი, გორი, "თენგიზ ბურჯანაძე", 16:00

მსაჯები: ბ. ნინუა, დ. ჩიგოგიძე, ლ. ვარამიშვილი, გ. ვარდიძე


სამგურალი - დინამო თბ

26 აპრილი, მარტვილი, "მურთაზ ხურცილავა", 16:00

მსაჯები: ა. ნონიკაშვილი, ლ. თოდრია, დ. გაბისონია, ი. კვირიკაშვილი

დისკვალიფიკაცია: გაგა ჩხეტიანი (სამგურალი)


შევარდენი 1906 - გურია

26 აპრილი, დუშეთი, სპორტ-კომპლექსის სტადიონი, 16:00

მსაჯები: გ. ავაზაშვილი, ი. მაჩიტიძე, დ. კურტანიძე, თ. ხუბულური


ფკ გორი - ნორჩი დინამო

26 აპრილი, გორი, "თენგიზ ბურჯანაძე", 16:00

მსაჯები: ა. ბასლეჰლო, დ. ახვლედიანი, ბ. ჟვანია, დ. ხარიტონაშვილი

ტორპედო - სამტრედია

26 აპრილი, ქუთაისი, "რამაზ შენგელია", 20:00

მსაჯები: გ. ყრუაშვილი, ზ. მენთეშაშვილი, ი. უკლება, დ. სანოძე

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახური

0.117848